საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელთან, ელჩ ფრიდრიხ შტიფტთან და ამავე სააგენტოს საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების განყოფილების დირექტორთან, ჰაინც ჰაბერთოიერთან

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელთან, ელჩ ფრიდრიხ შტიფტთან და ამავე სააგენტოს საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების განყოფილების დირექტორთან, ჰაინც ჰაბერთოიერთან.

შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მრავალწლიანი საქმიანობა საქართველოში და მიმდინარე პროექტები. ელჩმა მადლობა გადაუხადა ADA-ს ხელმძღვანელს სააგენტოს მიერ მრავალი წლის მანძილზე საქართველოს განვითარების საქმეში გაწეული დახმარებისთვის და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან საქართველო გახდა ავსტრიის განვითარების სააგენტოს პრიორიტეტული ქვეყანა და ასეთად რჩება 2021-2027 წლების განმავლობაშიც.