საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციის განცხადება ეუთოს მუდმივ საბჭოზე

2021 წლის 16 დეკემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს დელეგაციამ განხცადება გააკეთა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტის, პიტერ მაურერის პრეზენტაციასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ქართულმა მხარემ მხარდაჭერა გამოხატა ICRC-ს ჰუმანიტარული მანდატის მიმართ და მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის, მათ შორის 1990-იან წლებში საომარი მოქმედებებისას და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხში.