საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

22-23 თებერვალს ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი ზამთრის სესია გაიმართა

            ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სოფიო ქაცარავამ მომხსენებლის რანგში წარადგინა ხედვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლზე ეკონომიკური და გარემოს დაცვითი მიმართულებით ეუთო-ს საქმიანობაში. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საჭიროებაზე და ამ პროცესში ეუთო-ს როლზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვენაში ვიზიტის ფარგლებში შედგა სოფიო ქაცარავას ორმხრივი შეხვედრები  ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან ინგიბიორგ სოლრუნ გისლადოტირთან და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან ჰარლემ დეზირთან.

   ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას შეხვედრები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საფრანგეთის, ნიდერლანდების სამეფოს და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებთან.