საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის ვიზიტი

2018 წლის 21 თებერვალს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის ვიზიტი განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ქართული დელეგაციის შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან პეტერ გოლდგრუბერთან, ავსტრიის რესპუბლიკის კრიმინალური პოლიციის ფედერალური სამსახურის დირექტორთან ფრანც ლანგთან და ფედერალური სამინისტროს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. ასევე შედგა შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკისევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთაფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორთან ქალბატონ კატარინა ვიზერთან.

შეხვედრებზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა და ისაუბრეს ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო გეგმებზე. ხაზი გაესვა დანაშაულთან ბრძოლის ძალზედ ეფექტურ თანამშრომლობასა და რეადმისიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას.