საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში

შეხვედრებზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა და ისაუბრეს ურთერთობების გაღრმავების სამომავლო გეგმებზე. ხაზი გაესვა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ავსტრიელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, ხაზი გაუსვეს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და ამ პროცესში ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშნველობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე და საკონსტიტუციო რეფორმაზე.  

ვიზიტის ფარგლებში შედგა ასევე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური მთავრობის სპიკერთან ელჩ პეტერ ლაუნსკი - ტიფენტალთან, ავსტრიის რესპუბლიკის სახალხო დამცველთან ბატონ პეტერ ფიხტენბაუერთან, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორთან, დესპან კატარინა ვიზერთან, ადამიანის უფლებათა და ეთნიკური ჯგუფების დეპარტამენტის დირექტორთან ბატონ გერჰარდ დუიაკთან და ლუდვიგ ბოლტცმანის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის სამეცნიერო  ხელმძღვანელთან, ვენის უნივერსიტეტის პროფესორთნ ბატონ ჰანეს ტრეტერთან.

შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, რუსეთ- საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას და მისი გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ნაბიჯებს და დაგეგმილ ღონისძიებებს.