ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საკონსულო მომსახურება

ქვემოთ წარმოდგენილია ყველა  საკონსულო მომსახურება, რომელსაც ახორციელებენ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურები. იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელი გახდა ელექტრონული განაცხადის წარდგენა საკონსულო მომსახურების მისაღებად, მნიშვნელოვანია, ფლობდეთ ინფორმაციას საკონსულო მომსახურების შინაარსის, პროცედურებისა და პირობების შესახებ.

ვებ-გვერდი: https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularServices

ქვემოთ მოცემულია მომსახურებების მოკლე აღწერილობა, რათა თქვენ შეძლოთ არჩევა,  კონკრეტულად რომელი მომსახურება პასუხობს თქვენს მოთხოვნებს. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაეცნოთ  დეტალურ ინფორმაციას ამა თუ იმ მომსახურებაზე.

 

საკონსულო აღრიცხვა

საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით, ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა.

საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას და ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მხრიდან თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს.

მომსახურების გაწევა ხდება უფასოდ.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა

დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სამგზავრო დოკუმენტს გაუვიდა მოქმედების ვადა, დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან არ ფლობთ მას.

მომსახურება შეიძლება გაეწიოს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, პირებს, რომელთაც უდგინდებათ საქართველოს მოქალაქეობა; საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს; საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს; პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებს.

მომსახურების საფასურია 35 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

საქართველოს ვიზის გაცემა

საქართველოს ვიზა წარმოადგენს უცხოელის პირობით უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში, ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია. 

საქართველოს ვიზა გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე. 

მომსახურების საფასურია 20 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ სავიზო ინფორმაცია.

 

საკონსულო ლეგალიზაცია

საკონსულო ლეგალიზაცია ნიშნავს უცხო ქვეყნების ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული დოკუმენტის საქართველოში გამოყენების მიზნით დამოწმების პროცედურას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ დოკუმენტის საქართველოში გამოყენებას.

საქართველოს საკონსულო სამსახური განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასამოწმებელ დოკუმენტზე უკვე განხორციელდა შესაბამისი უცხო ქვეყნის  შიდა სახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურები. 
უცხო ქვეყანაზე არის დამოკიდებული მის მიერ გაცემულ დოკუმენტს ესაჭიროება ლეგალიზაციის პროცედურები, აპოსტილით დამოწმება თუ საერთოდ გათავისუფლებულია ყოველგვარი დამოწმების მოთხოვნისგან. გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი ცხრილი. 
თითოეული დოკუმენტის დამოწმებისათვის მომსახურების საფასურია 15 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის/მისი თარგმანის საქართველოდან გამოთხოვა

ამ მომსახურების ფარგლებში საკონსულო სამსახური მიმართავს შუამდგომლობით საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებს, რათა:
ა) გაცემულ და გამოთხოვილ იქნეს განმცხადებლის სახელზე არსებული დოკუმენტი;
ბ) დამოწმდეს ხსენებული დოკუმენტი აპოსტილით;
გ) შესაძლოა, ასევე მოთხოვნილ იქნეს გამოთხოვილი დოკუმენტის თარგმანი უცხო ენაზე; 
დ) დოკუმენტის თარგმანის აპოსტილით დამოწმება (თარგმანის მოთხოვნის შემთხვევაში აპოსტილით დამოწმება აუცილებელია); 
დოკუმენტის გამოთხოვა გულისხმობს განმცხადებლის სახელზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უკვე ერთხელ გაცემული რაიმე საბუთის ხელმეორედ გაცემას და გამოთხოვას.  პრაქტიკაში ხშირია სამოქალაქო აქტების გამოთხოვა. საკონსულო სამსახური შეეცდება სხვა სახის დოკუმენტიც გამოითხოვოს, თუ მოქმედი კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას. საკონსულო სამსახური პასუხს არ აგებს გამოთხოვის შედეგებზე.

თითოეული დოკუმენტის გამოთხოვაზე შუამდგომლობის დაყენების მომსახურების საფასურია 10 აშშ დოლარი. აპოსტილით დამოწმების და თარგმანის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს შესაბამისი კომპეტენტური უწყების ანგარიშზე.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოებიდან

ამ მომსახურების ფარგლებში საკონსულო სამსახური მიმართავს შუამდგომლობით საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებს, განმცხადებლის სახელზე მათთან არსებული გარკვეული დოკუმენტების/ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. საკონსულო სამსახური პასუხს არ აგებს გამოთხოვის შედეგებზე.

დოკუმენტი გულისხმობს განმცხადებლის სახელზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უკვე ერთხელ გაცემულ რაიმე საბუთს. პრაქტიკაში ხშირია სამოქალაქო აქტების გამოთხოვა. საკონსულო სამსახური შეეცდება სხვა სახის დოკუმენტიც გამოითხოვოს, თუ მოქმედი კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას.

ინფორმაციის გამოთხოვა გულისხმობს განმცხადებლის სახელზე ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს ან პირიქით - უარყოფს რაიმე გარემოებას. პრაქტიკაში ხშირია გამოთხოვა: სოციალური დახმარების მიღების ან არ მიღების, ასევე განათლების შესახებ ინფორმაციის თაობაზე და ა.შ.

თითოეული დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვაზე შუამდგომლობის დაყენების მომსახურების საკონსულო მოსაკრებელია 10 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის გაცემის ფაქტის დამოწმება

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქე ფლობს საქართველოში გაცემულ დოკუმენტებს და ესაჭიროება ისინი ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამოსაყენებლად, ან ფლობს ადგილსამყოფელ უცხო ქვეყანაში გაცემულ დოკუმენტებს და ესაჭიროება ისინი საქართველოში გამოსაყენებლად. ამ კუთხით საკონსულო სამსახურები აღჭურვილი არიან ფუნქციით, თარგმნონ თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტები ქართულიდან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე და პირიქით.

თარგმნა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დოკუმენტების და მხოლოდ კონკრეტული მიზნისთვის.

დოკუმენტის თითოეული გვერდის თარგმნა, ან დამოწმება, ან - თარგმნა დამოწმებით მომსახურების საფასურია 10 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

კონსულტაციის გაწევა

საკონსულო სამსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მოქალაქეების კონსულტირება. კონსულტაცია გაეწევა როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

განსაზღვრულია კონკრეტული სფეროები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია. კონსულტაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.

მომსახურების გაწევა ხდება უფასოდ.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

ცნობები

ნასამართლობის ცნობის გაცემა

 

ნასამართლეობის ცნობა გაიცემა საქართველოს მოქალაქე დაინტერესებულ პირზე.

განმცხადებლის სურვილის შესაბამისად, ცნობა შესაძლოა გაიცეს ქართულ, ან ინგლისურ, ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე.

მომსახურების გაწევა ხდება უფასოდ.

ცნობის გაცემა ხდება 10 დღის ვადაში

 

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გაცემა

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გაცემის მიზანი, როგორც წესი, არის უცხო ქვეყანაში ოჯახის შექმნა.

ცნობა გაიცემა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და საკონსულო სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაციის/დოკუმენტების საფუძველზე. განმცხადებლის სურვილის შესაბამისად, ცნობა შესაძლოა გაიცეს ქართულ, ან ინგლისურ, ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე. მომსახურება გაეწევა საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს.

მომსახურების საფასურია 20 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

სხვადასხვა სახის ცნობის გაცემა

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკონსულო სამსახურებს მიმართავენ სხვადასხვა სახის ცნობების გაცემის თხოვნით. საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, საკონსულო სამსახური მზად არის, განიხილოს მოთხოვნა ამა თუ იმ ცნობის გაცემის კუთხით.

როგორც წესი, საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, ცნობის სახით გასცეს საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებში განმცხადებლის შესახებ დაცული ინფორმაცია. განმცხადებლის სურვილის შესაბამისად, ცნობა შესაძლოა გაიცეს ქართულ, ან ინგლისურ, ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე.

მომსახურების საფასურია 25 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

სანოტარო აქტები

 

მინდობილობის რწმუნებულების შედგენა/გაუქმება

საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, შეადგინოს და სათანადო წესით დაამოწმოს სანოტარო აქტი (მინდობილობა), როდესაც ერთი ან რამდენიმე პირი უფლებამოსილებას ანიჭებს  სხვა პირ(ებ)ს იმოქმედოს საკუთარი სახელით. სანოტარო აქტის შედგენის დროს მთავარია საკონსულო თანამდებობის პირის წინაშე გამოხატულ იქნეს მინდობილობის/ რწმუნებულების შედგენის ნება. 

მიმნდობს (მარწმუნებელს) უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს მის მიერ გაკეთებული სანოტარო აქტი. მინდობილობის/ რწმუნებულების გაუქმების შესახებ შესაბამის აქტზე ხელმოწერები ასევე სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული.

საკონსულო სამსახურში მინდობილობის გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარწმუნებელი არის  საქართველოს მოქალაქე ან  საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

მინდობილობის/ რწმუნებულების დამოწმებისათვის საზღაური შეადგენს 10 აშშ დოლარს, ხოლო მისი გაუქმებისთვის საზღაურია 5 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება

მომსახურების ფარგლებში ხდება გარკვეულ განცხადებებზე ან დოკუმენტებზე განხორციელებული პირის ხელმოწერის ფაქტის დამოწმება. დოკუმენტზე ხელის მოწერის დამოწმების დროს, საკონსულო სამსახურის მხრიდან არ ხდება იმ ფაქტების დადასტურება, რომელიც მოცემულია დოკუმენტში. პრაქტიკაში აღნიშნული მომსახურება გამოიყენება თანხმობების გასაფორმებლად.
 
საკონსულო სამსახურში შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის და  საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ სანოტარო მოქმედების შესრულება.
 
თითოეული  პირისთვის და თითოეული ხელმოწერისთვის მომსახურების საფასურია 5 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

დოკუმენტის ასლის დედანთან შესაბამისობის დამოწმება

საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია, დაამოწმოს დოკუმენტების ასლის შესაბამისობა დედანთან.  შესაძლებელია, ასევე, შესაბამისი წესის დაცვით დამოწმებული დოკუმენტის ასლის ასლის დამოწმებაც.
 
საკონსულო სამსახურში სანოტარო მოქმედებების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის და  საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის პირის მიმართ.
 
თითოეული გვერდის დამოწმებისათვის მომსახურების საზღაურია 3 აშშ დოლარი. ეგზემპლარების რაოდენობიდან გამომდინარე, იზრდება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობაც. რიგ შემთხვევაში საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

სარეგისტრაციო/საპასპორტო


ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის საქმისწარმოება

პასპორტი არის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

მომსახურების საფასურია 130 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია

 

დაბადების რეგისტრაცია/მოწმობის გაცემის საქმისწარმოება

დაბადების ფაქტი არის დაბადების რეგისტრაციის საფუძველი. ამ მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაბადების ფაქტი არ არის რეგისტრირებული და პირველად ხდება მისი რეგისტრაცია. შედეგად ხდება ბავშვის პერსონალური მონაცემის შემცველობით დაბადების მოწმობის გაცემა.

მომსახურება გაიწევა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის დაბადების რეგისტრაციისას ან  საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს შვილის დაბადების რეგისტრაციისას.

მომსახურების გაწევა ხდება უფასოდ.

დეტალური ინფორმაცია მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

მამობის დადგენის რეგისტრაცია/მოწმობის გაცემის საქმისწარმოება

მამობის დადგენის რეგისტრაციის დროს ხდება პირის ბავშვის მამად აღიარების სამართლებრივად დაფიქსირება. შესაბამისად ხდება ბავშვის დაბადების მოწმობაში პირის მამად დაფიქსირება.

მამობის დადგენის რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მოქალაქის და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ და მხოლოდ საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ რეგისტრირებული აქტის მიმართ.

მომსახურების გაწევა ხდება უფასოდ.

დეტალური ინფორმაცია მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

ქორწინების რეგისტრაცია/მოწმობის გაცემის საქმისწარმოება

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საკონსულო სამსახურში ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების  მიმართ. ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია.

ქორწინების რეგისტრაცია უფასოა.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

განქორწინების რეგისტრაცია/მოწმობის გაცემის საქმისწარმოება

განქორწინების რეგისტრაცია არის ქორწინების შეწყვეტის საფუძველი.
განქორწინების რეგისტრაცია შესაძლოა განხორციელდეს მეუღლეთა ერთობლივი განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, ერთ-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე.

საქართველოს საკონსულო სამსახურში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს შორის განქორწინების რეგისტრაცია.

მომსახურების საფასურია 100 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.
დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია/მოწმობის გაცემის საქმისწარმოება

საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, თქვენი მოთხოვნის და კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, დაიწყოს თქვენი სახელის ან გვარის შეცვლის რეგისტრაციის საქმისწარმოება. შედეგად, თქვენს სახელზე გაცემულ სამოქალაქო აქტების  რეგისტრაციის მოწმობებში აისახება ხსენებული ცვლილებები. შემდგომ ცვლილებები უნდა განახორციელოთ თქვენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებშიც.

საკონსულო სამსახურში სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს და აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ. სახელის, გვარის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია.

მომსახურების საფასურია 50 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

გარდაცვალების რეგისტრაცია/მოწმობის გაცემის საქმისწარმოება

საკონსულო სამსახური უფლებამოსილია დაარეგისტრიროს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გარდაცვალების ფაქტი. თუმცა, როგორც წესი, ხსენებული ფაქტი რეგისტრირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოების მიერ, რაც საჭიროებას აღარ ქმნის, რომ დამატებით დარეგისტრირდეს ფაქტი საქართველოს საკონსულოში.

გარდაცვალების რეგისტრაცია და გარდაცვალების მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია.

მომსახურების გაწევა ხდება უფასოდ.

დეტალური ინფორმაცია მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემის საქმისწარმოება

მას შემდეგ რაც პირი ერთხელ მიიღებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას (დაბადების, ქორწინების, განქორწინების და ა.შ.), შეუძლია მოითხოვოს  აღნიშნული მოწმობის განმეორებით მიღება, დაკარგვის, ან სხვა რაიმე მიზეზით, დაზიანების ანდა სხვა საჭიროების გამო.

საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებმა.

მომსახურების საფასურია 20 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

სამოქალაქო აქტებში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების შეტანის შესახებ საქმისწარმოება

ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება აქტუალური სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (დაბადების, ქორწინების, განქორწინების და ა.შ.) განახორციელოთ შესაბამისი ცვლილება, შესწორება ანდა დამატება, ამისათვის ინდივიდუალურად თითოეული მოქმედებისთვის უნდა არსებობდეს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი.
 
საკონსულო სამსახურში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ საქართველოს მიერ რეგისტრირებულ აქტში ცვლილებების, შესწორებების და დამატებების შეტანა.

მომსახურების საფასურია 30 აშშ დოლარი. რიგ შემთხვევაში გადახდა უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

მოქალაქეობის საკითხები

 

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საქმისწარმოება

უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, შეუძლია საქართველოს პრეზიდენტის სახელზე შედგენილი განაცხადი, შემდგომი მსვლელობისთვის, წარადინოს საქართველოს საკონსულო სამსახურში.

საკითხის განხილვის და დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასურია 170 აშშ დოლარი.  საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საქმისწარმოება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ მიიღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამისათვის თქვენ ჯერ უნდა აწარმოოს საქმე საქართველოს მოქალაქეობის გასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის სახელზე შედგენილი განაცხადი, შემდგომი მსვლელობისთვის შესაძლოა წარადინოს საქართველოს საკონსულო სამსახურს.

საკითხის განხილვის და 30 დღის ვადაში დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასურია - 70 აშშ დოლარი; ხოლო 20 დღის ვადაში დასკვნის მომზადებისათვის -140 აშშ დოლარი.  
საფასურის გადახდა უნდა მოხდეს  საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საქმისწარმოება

პირი, რომელიც არ ფლობს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა) და სურს დაადგინოს მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი და მიიღოს შესაბამისი დასკვნა, უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქეობის დადგენის განცხადებით მიმართოს საკონსულო სამსახურს.

საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასურია 30 აშშ დოლარი.  საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ანგარიშზე.

დეტალური ინფორმაცია საფასურთან და მომსახურებასთან დაკავშირებით იხილეთ მომსახურების დეტალურ აღწერაში.

 

წარმოდგენილი ინფორმაცია ექვემდებარება პერიოდულ განახლებას. 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ