ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ნებაყოფლობითი დაბრუნების და სარეინტეგრაციო პროგრამები

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა"


საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამების განსახორციელებლად. რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

  • სოციალური პროექტების დაფინანსება;
  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • პროფესიული სწავლება;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება
  • სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება;
  • იურიდიული დახმარება;
  • საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება.

აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
  • რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.

სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:

  • ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
  • ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
  • ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი";
  • ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
  • ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
  • ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.

 

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში,
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ:                 (+995) 32 243 11 00

                          (+995) 32 231 13 37

ელ. ფოსტა:        reintegration@mra.gov.ge

მისამართი:         თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერი:          WWW.MRA.GOV.GE

 

ავსტრიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს ინფორმაციით, პირებს, რომელთაც 2017 წლის 15 მარტამდე წარდგენილი აქვთ განაცხადი ავსტრიის რესპუბლიკაში თავშესაფრის უფლების მოპოვებაზე, საკუთარი სურვილით სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, შეუძლიათ მიიღონ ფულადი დახმარება 1000 (ათასი) ევროს, ხოლო ოჯახებზე მაქსიმუმ 3000 (სამი ათასი) ევროს ოდენობით.

ფულადი დახმარება გაიცემა პირველ 1000 (ათას) პირზე, რომელიც დააკმაყოფილებს ფულადი დახმარების მისაღებად საჭირო პირობებს.

დაინტერესებულ პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ „ავსტრიის ადამიანის უფლებათა კავშირის“ (Verein Menschenrechte Österreich - ტელ.: +43(0)800808005, ვებ-გვერდი: www.verein-menschenrechte.at) ან ,,კარიტასის“ (Caritas - ტელ.: +43(0)148831447, ვებ-გვერდი: www.caitas.at/return) წარმომადგენლობებს.

ყველა განაცხადი განხილული იქნება ინდივიდუალურად ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიერ, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ფულადი დახმარე ბის გამოყოფის თაობაზე.

 

ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედი საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცესის მხარდამჭერი ორგანიზაციები

 

საინფორმაციო ბროშურა

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ