ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 25 მარტს.

1993 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრიის რესპუბლიკაში:

  • კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 03.06.2013 - დღემდე
  • პაატა გაფრინდაშვილი 2009-2013
  • ვიქტორ დოლიძე 2005-2009
  • კონსტანტინე ჟღენტი 2004-2005
  • გიორგი არსენიშვილი 2001-2004
  • ლევან მიქელაძე 1996-2001

ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • არად ბენკო 2016 წლის აგვისტოდან (პირველი ელჩია რეზიდენციით თბილისში, სადაც ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა 2016 წლის სექტემბერში)

2013-2016 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა აზერბაიჯანში ავსტრიის საელჩოდან:

  • აქსელ ვეხი 2015-2016
  • სილვია მაიერ-კაჟბიჩი 2013-2014

1998-2012 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა ავსტრიიდან:

  • მიხაელ პოსტლი 2010-2012
  • მარიუს კალიგარისი 2006-2010
  • ჰაიდემარია გიურერი 1998-2006

თანამშრომლობის სფეროები:

საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში. აღსანიშნავია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქმიანობა საქართველოში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სატყეო მეურნეობის ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია 11-მდე შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.
საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხშირად ხდება უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

მჭიდრო და ინტენსიურია ქართულ-ავსტრიული საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია ავსტრიასთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო ავსტრიის პარლამენტში 2014 წელს პირველად დაფუძნდა ავსტრია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი.
ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობების გათვალისწინებით, ავსტრიის ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის სექტემბერში თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო.

ავსტრიული კომპანიები სერიოზულად არიან დაინტერესებული საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. უკვე განხორციელდა ავსტრიული ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში (არაგვიჰესი). ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, რეგულარულად იმართება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმები. შექმნილია საქართველო-ავსტრიის შერეული ეკონომიკური კომისია, რომელიც მონიტორინგს უწევს ქართული და ავსტრიული მხარეების მიერ ერთობლივად განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობას.

აქტიურად მიმდინარეობს ქართულ-ავსტრიული თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგებში, რასაც ემსახურება საკუთრივ ავსტრიაში ორგანიზებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები (მაგალითად, თბილისის კულტურის დღე ვენაში, თანამშრომლობა ვენის მუსიკალურ უნივერსიტეტსა და თბილისის კონსერვატორიას შორის, თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერების გამოფენა, ქართველი ავტორების ნაწარმოებების საჯარო კითხვა და ა.შ.). ამას გარდა, ვენის დიპლომატიური აკადემია ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს ქართველი სახელმწიფო მოხელეებისთვის.

ბმულები:

www.bmeia.gv.at  - ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო

www.bundespraesident.at - ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი

www.parlament.gv.at - ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი)

www.bundeskanzleramt.at - ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი

www.ada.gv.at - ავსტრიის განვითარების სააგენტო

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ