ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 09.09.2017

7.07.2017 ქ. ტალინი, ესტონეთი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთს ეწვია, სადაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთის ინიციატივით იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და "აღმოსავლეთ პარტნიორი" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამუშაო შეხვედრა.

 

 
განთავსების თარიღი: 08.09.2017

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ვენაში, ერნსტ ჰაპელის სტადიონზე (Ernst Happel Stadion), ავსტრიის რესპუბლიკისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრა გაიმართა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 

 
განთავსების თარიღი: 09.08.2017

8.08.2017 თბილისი - ​რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში "ვიზიტი" წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებას.

 
განთავსების თარიღი: 08.08.2017

7.08.2017 თბილისი - ​2017 წლის 7 აგვისტოს ცხრა წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან.

 

 
განთავსების თარიღი: 24.07.2017

2017 წლის 20 ივლისს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანჯელინო ალფანოს საპასუხოდ განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა. ქართველმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე და მოუწოდა ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეს არ დაიშუროს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლის გასაძლიერებლად.

 
განთავსების თარიღი: 13.07.2017

2017 წლის 13 ივლისს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიზნით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ სამუშაოებთან დაკვშირებით გაიმართა მსჯელობა. 

 
განთავსების თარიღი: 11.07.2017

11 ივლისს ქ. ვენაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიელ ბიზნესმენს ლეოპოლდ ბაუსბეკს საქართველოში ტურიზმის განვითარებაში, ავსტრიაში ქართული კულტურის წარმოჩენასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო - „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ გადასცა.

 
განთავსების თარიღი: 11.07.2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის ინიციატივით მაუერბახში (ავსტრიის რესპუბლიკა) გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 09.07.2017

ქალაქ ვენაში მიმდინარე უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო კონფერენციის (IAUP) ფარგლებში, ჰოფბურგის სასახლეში საზეიმო მიღება - ქართული საღამო გაიმართა, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ კონფერენციის მონაწილეები, საქართველოსა და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ანსამბლმა ქართული ცეკვები წარმოადგინა.

 
განთავსების თარიღი: 06.07.2017

 

2017 წლის 6 ივლისს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მიაწოდა ინფორმაცია ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე .. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის თაობაზე.

 
განთავსების თარიღი: 06.07.2017

6 ივლისს, „უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის“ (IAUP) საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციას ჰოფბურგის  სასახლეში  კავკასიის უნივერსიტეტი და  ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი მასპინძლობს. 

 
განთავსების თარიღი: 05.07.2017

საქართველოს პარლამენტისა და სამთავრობო დელეგაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ვენაში შეხვედრებს მართავს.

 
განთავსების თარიღი: 04.07.2017

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

 
განთავსების თარიღი: 03.07.2017

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სტაჟირების გავლის მსურველთა მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, აცხადებს კონკურსს სტაჟიორად მიღებაზე.

 
განთავსების თარიღი: 03.07.2017

3 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი საზეიმო ცერემონია. საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარების მიზნით, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინა.

 
განთავსების თარიღი: 03.07.2017

3.07.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლა. კონკურსის შედეგად, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA თანამშრომლობით გაიმართა, 6 სხვადასხვა ნომინაციაში დიასპორის 13 წარმომადგენელი დაჯილდოვდა.

 
განთავსების თარიღი: 29.06.2017

28 ივნისს, ქ. ვენაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის (ASRC) ფარგლებში, კონფლიქტის მოგვარების თემაზე გამართულ სამუშაო სესიაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს.

 
განთავსების თარიღი: 28.06.2017

​ქ. ვენაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის ქვეყნების (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ნორვეგია) წარმომადგენლებთან.

 
განთავსების თარიღი: 27.06.2017

მიმდინარე წლის 27-29 ივნისს, ქ. ვენაში ეუთო-ს 2017 წლის უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ყოველწლიური კონფერენცია (ASRC) მიმდინარეობს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით.  

 
განთავსების თარიღი: 27.06.2017

2017 წლის 25 ივნისს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვენაში გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამის პროექტის - "ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა" განხილვა ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დათანამემამულეებთან.

 
განთავსების თარიღი: 23.06.2017

2017 წლის 22 ივნისს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ლამბერტო ზანიერიმ საქმიანობის ბოლო ანგარიში წარადგინა. 

 
განთავსების თარიღი: 21.06.2017

გიწვევთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამის პროექტის: „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“ ერთობლივ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა.

 
განთავსების თარიღი: 20.06.2017

2017 წლის 20 ივნისს, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მუსიკათმცოდნის ნონა ლომიძისა და შვეიცარელი  ფოლკლორისტის და რეჟისორის ჰუგო ზემპის ქართული მუსიკალური ფილმის ,,Table Songs of Kakheti’’-ს პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

 
განთავსების თარიღი: 13.06.2017

ცნობილი ავსტრიელი ისტორიკოსის, ტაო-კლარჯეთის მკვლევარის ბრუნო ბაუმგარტნერის გარდაცვალება, უდიდესი დანაკლისია, როგორც მისი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის, ასევე ქართველი და ავსტრიელი ხალხის მეგობრობისთვის.

 
განთავსების თარიღი: 13.06.2017

მიმდინარე წლის 8 ივნისს, საქართველოს, როგორც სუამ-ის თამჯდომარე ქვეყნის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სიტყვით მიმართა სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალტაი ეფენდიევმა. ალტაი ეფენდიევმა ვრცლად ისაუბრა სუამ-ის საქმიანობის, მისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ, ასევე მიმოიხილა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. 

 
განთავსების თარიღი: 01.06.2017

მიმდინარე წლის 29-30 მაისს ვენაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ქალბატონი ირინა იმერლიშვილი.

 
განთავსების თარიღი: 26.05.2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N826 განკარგულების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაწილეობას იღებს პროგრამის - „მომავლის ბანაკი“ განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების დასვენებას ქ. ანაკლიაში მდებარე საზაფხულო ბანაკში.

 
განთავსების თარიღი: 25.05.2017

2017 წლის 25 მაისს, საქართველომ მონაწილეობა მიიღო ქ. ვენაში გაერო-ს დანაშაულის პრევენციის და სისხლის სამართლის კომისიის 26-ე სესიის ფარგლებში გამართულ პარალელური ღონისძიებაში სახელწოდებით „ანტი-კორუფციული პოლიტიკის მეშვეობით კანონის უზენაესობის ხელშეწყობა და კეთილდღეობის წახალისება“. ღონისძიება გაიმართა ავსტრიის რესპუბლიკაში გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით. გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ საქართველო, კოლუმბია და ნიგერია. 

 
განთავსების თარიღი: 24.05.2017

მიმდინარე წლის 24 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ბატონი კახა კახიშვილი, ვენაში ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრს, ბატონ ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში პენიტენციალურ სისტემასაც კურირებს.

 

 
განთავსების თარიღი: 22.05.2017

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ (რუსთაველის გამზ. #29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“.

 
განთავსების თარიღი: 05.05.2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“. პროგრამის მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა.

 
განთავსების თარიღი: 05.05.2017

4 მაისს, ვენაში, ქართულ რესტორან ,,ALAVERD’’-ში ავსტრიული გამომცემლობა Leopold Stocker Verlag-ისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით კულინარული წიგნის: „Die Georgische Küche - 90 traditionelle Rezepte“-ს პრეზენტაცია გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 07.04.2017

2017 წლის 25 მარტს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა. 25 წელი, რომელმაც ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად მჭიდროდ დაახლოვა.

 
განთავსების თარიღი: 06.04.2017

ევროკავშირის მისიის ინიციატივით 2017 წლის 6 აპრილს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე მსჯელობა გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მინდინარეობაზე. სხდომაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა, რომელმაც ეუთო-ს მუდმივ საბჭოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 28-29 მარტს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 27.03.2017

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას.

 

 
განთავსების თარიღი: 27.03.2017

საქართველოს მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გამოხატული უდიდესი ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ 28 მარტიდან ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილებას. 

 

 
განთავსების თარიღი: 24.03.2017

24 მარტს ​საქართველოში ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

 
განთავსების თარიღი: 23.03.2017

23.03.2017 ვენა, ავსტრია - აღნიშნულ საკითხზე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა. ქართული მხარის განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.

 
განთავსების თარიღი: 15.03.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილმა ვენაში 13-14 მარტს გამართულ ოფოციალურ შეხვედრებზე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და ინიციატივები წარადგინა. 

 
განთავსების თარიღი: 13.03.2017

2017 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ტარდება ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. 

 
განთავსების თარიღი: 09.03.2017

2017 წლის 9 მარტს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფლებში ნაბაკევსა და ოტობაიაში, 5 მარტს, ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის საკითხი იქნა განხილული.

 
განთავსების თარიღი: 09.03.2017

„ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებას არაერთი ნეგატიური შედეგი მოჰყვება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ არსებითი დიალოგისაკენ და სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ის შედეგები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება აისახოს“, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა.

 
განთავსების თარიღი: 08.03.2017

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია გამოაქვეყნა

8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.

 
განთავსების თარიღი: 06.03.2017

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს. ნიშანდობლივია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დახურეს თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, ხოლო 2017 წლის 5 მარტს გააუქმეს კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი.

 
განთავსების თარიღი: 05.03.2017

მიმდინარე წლის 1-3 მარტს საელჩოს ორგანიზებით განხორციელდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის დელეგაციის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ბატონი გოჩა ზეიკიძის ხელმძღვანელობით.

 
განთავსების თარიღი: 24.02.2017

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციასა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორის, მაიკლ გეორგ ლინკის შეხვედრისას საარჩევნო პროცესებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 
განთავსების თარიღი: 24.02.2017

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, სოფიო ქაცარავასა და ასამბლეის პრეზიდენტ, კრისტინა მუტონენთან გამართულ შეხვედრაზე, უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს.

 
განთავსების თარიღი: 24.02.2017

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს, კარლჰაინც კოფვს შეხვდა. შეხვედრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს შეეხო. სოფიო ქაცარავამ ავსტრიელ პოლიტიკოსს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ავსტრია-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს დიდი წვლილი მიუძღვის.

 
განთავსების თარიღი: 23.02.2017

ვენაში, ჰოფბურგის კონგრეს ცენტრში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა. საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა პირველი შეხვედრა მუდმივმოქმედ კომიტეტში გამართეს და ზამთრის სესიის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.

 
განთავსების თარიღი: 17.02.2017

​2017 წლის 16 თებერვალს, საქართველოს დელეგაციის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივმა საბჭომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით იმსჯელა, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ნორვეგიის, კანადის, ისლანდიის, ლიხტენშტაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

 
განთავსების თარიღი: 08.02.2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით.

 
განთავსების თარიღი: 03.02.2017

3 თებერვალს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოდან გაემგზავრა და  მედიის წარმომადგენლებთან ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. 

 
განთავსების თარიღი: 03.02.2017

პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის განსახილველ საკითხთა ნუსხაში შედიოდა როგორც ეუთო-ს დღის წესრიგი, ასევე საქართველო ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.

 
განთავსების თარიღი: 03.02.2017

საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა დღეს გამართულ შეხვედრაზე."

 
განთავსების თარიღი: 03.02.2017

3 თებერვალი, თბილისი - ​„მოგესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადმოსახედიდან, რომელიც გუშინ გადაიდგა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება“ - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა.

 
განთავსების თარიღი: 03.02.2017

2017 წლის 3 თებერვალს ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, სებასტიან კურცთან. 

 
განთავსების თარიღი: 20.01.2017

 

2017 წლის 19 იანვარს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით განხილულ იქნა საკითხი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონში საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით.

 

 
განთავსების თარიღი: 13.01.2017

2017 წლის 12 იანვარს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო)   თავმჯდომარის რანგში, მუდმივი საბჭოს წინაშე პირველად წარსდგა. მან ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს ავსტრიის 2017 წლის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და სამუშაო პროგრამა წარუდგინა (2017 წლის 1 იანვრიდან ავსტრიამ ეუთო-ს თავმჯდომარეობა გერმანიისგან გადაიბარა).

 

 
განთავსების თარიღი: 11.01.2017

რუსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი - VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო.

 
განთავსების თარიღი: 21.12.2016

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №1638 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც მოთხოვნის წარდგენის დღისათვის შეუსრულდათ ან 2017 წლის 2 ნოემბრამდე შეუსრულდებათ 18 წელი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის გაცემისას, 2016 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე, ერთჯერადად გათავისუფლდებიან პასპორტის საფასურის 50%-ის გადასახადისგან.

 
განთავსების თარიღი: 16.12.2016

15-16 დეკემბერს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანს, მიხაელ ლინჰარტს; 

 

 
განთავსების თარიღი: 15.12.2016

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ვენის დიპლომატიურ აკადემიაში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებული ლიტერატურული საღამო გაიმართა.

 

 
განთავსების თარიღი: 14.12.2016

14.12.2016 ჟენევა- 2016 წლის 13-14 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 38-ე რაუნდი შედგა. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი.

 
განთავსების თარიღი: 12.12.2016

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ გაკეთდა განცხადება კონფლიქტის თემაზე, რომელიც შევა მინისტერიალის დოკუმენტთა პაკეტში.

 
განთავსების თარიღი: 09.12.2016

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 23-ე შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

 
განთავსების თარიღი: 09.12.2016

ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს - განცხადება ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხელ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

 
განთავსების თარიღი: 09.12.2016

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას უახლოეს მომავალში ელოდება. ამის შესახებ ჟან მარკ ერომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

 
განთავსების თარიღი: 09.12.2016

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, გაიმართა სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა.

 
განთავსების თარიღი: 09.12.2016

​კანადა მზად არის კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან დიონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 
განთავსების თარიღი: 08.12.2016

​‪

„ჩვენ გვჭირდება ეუთოს უფრო ფართო და გაძლიერებული ჩართულობა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის მთლიან პროცესში" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

 
განთავსების თარიღი: 08.12.2016

ქ. პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში, მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის კომიტეტის მე-11 სესია. სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო საქართველოს მიერ წარდგენილი მოთხოვნა „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე.

 
განთავსების თარიღი: 06.12.2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის მინისტერიალის სეგმენტში მონაწილეობა მიიღო.

 
განთავსების თარიღი: 05.12.2016

ვენაში, გაერო-ს ქალთა გილდიის ორგანიზებით რიგით 48-ე საქველმოქმედო საახალწლო ბაზრობაზე (UNWG International Festival Charity Bazaar 2016), საქართველო 80-მდე ქვეყანასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

 
განთავსების თარიღი: 02.12.2016

2016 წლის 2 დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-3 სხდომა გაიმართა. ასოცირების საბჭო წარმოადგენს უმაღლეს ფორმალურ ორგანოს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგისა და საერთო ინტერესებში არსებული საკითხების განხილვის მიზნით. 

 
განთავსების თარიღი: 01.12.2016

30.11.2016 ადის-აბება - ​„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი-2 დეკემბერი).

 
განთავსების თარიღი: 25.11.2016

2016 წლის 24 ნოემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით განხილულ იქნა საკითხი რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე.

 
განთავსების თარიღი: 24.11.2016

2016 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე.

 
განთავსების თარიღი: 22.11.2016

2016 წლის 22 ნოემბერს ქ. ვენაში გაიმართა ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი. აღნიშნული ფესტივალი იმართება წელიწადში ორჯერ ქ. იზოლაში (სლოვენია) და ქ. ვენაში (ავსტრია) და მასში მონაწილეობას იღებენ ნარინჯისფერი (ქარვისფერი) ღვინის მწარმოებლები. 

 
განთავსების თარიღი: 20.11.2016

​„ქართული დიასპორის ასიათასობით წარმომადგენელი არის უმნიშვნელოვანესი რგოლი საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებაში და მთავრობა ყველანაირად ხელს შეუწყობს საგარეო პოლიტიკის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმის - სახალხო დიპლომატიის სრული მასშტაბით ამოქმედებას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციაზე - „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 
განთავსების თარიღი: 19.11.2016

საქართველოს საელჩოს ინიციატივით, გრძელდება რეგულარული შეხვედრები ავსტრიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. მორიგი შეხვედრა, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, ქალაქ ინსბრუკში გამართეს. 

 
განთავსების თარიღი: 14.11.2016

მიმდინარე წლის 10-11 ნოემბერს ვენაში გაიმართა, მსოფლიოში არსებული მიგრაციული პრობლემებისადმი მიძღვნილი კონფერენცია (Vienna Migration Conference), რომელიც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ იყო ორგანიზებული.

 
განთავსების თარიღი: 14.11.2016

საქართველოს საელჩოს ინიციატივით, გრძელდება რეგულარული შეხვედრები ავსტრიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. 

 
განთავსების თარიღი: 07.11.2016

რადიო გადაცემათა ციკლი სახელწოდებით: „საქართველო - მეზობლად“ (Nebenan: Georgien)  მიმდინარე წლის 12-დან 19 ნოემბრამდე გავა რადიო Österreich 1-ის პირდაპირ ეთერში. 

 
განთავსების თარიღი: 03.11.2016

3 ნოემბერს ქ. ვენაში ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანა-თავმჯდომარეებმა
ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე.

 
განთავსების თარიღი: 03.11.2016

3  ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

 
განთავსების თარიღი: 03.11.2016

2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდი უწოდეს.

 
განთავსების თარიღი: 25.10.2016

2016 წლის 25 ოქტომბერს ქ. ვენაში გაიმართა ეუთო-ს ადამიანის უფლებების დაცვის განზომილების კომიტეტის სხდომა.  შეხვედრაზე, რომელშიც ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის და ეუთო-ს დამოუკიდებელი ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მრჩეველმა ელენე ბერაძემ ნებაყოფლობითი ანგარიში წარადგინა.

 
განთავსების თარიღი: 13.10.2016

საქართველოს საელჩოს ინიციატივით, გრძელდება რეგულარული შეხვედრები ავსტრიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. 

 
განთავსების თარიღი: 10.10.2016

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოში საგარეო უწყების მოწვევით იმყოფებიან.

 
განთავსების თარიღი: 05.10.2016

ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების (COREPER) დონეზე, სადაც განხილულ იქნა ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

 
განთავსების თარიღი: 04.10.2016

2016 წლის 3 ოქტომბერს ვენაში მოქმედი საქველმოქმედო, საგანმანათლებლო  ორგანიზაციის „Who I Am“-ისა და ვენის საქალაქო ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის „Who I Am Children's World Library“-ის განხორციელებიდან ერთი წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 03.10.2016

2016 წლის 1 ოქტომბერს საელჩოს შენობაში დესპანმა გიორგი ტაბატაძემ და მრჩეველმა მაია აბულაშვილმა შეხვედრა გამართეს ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის - „ქართული სათვისტომო ზემო ავსტრიის ფედერალურ მიწაზე“ ხელმძღვანელთან თამარ ასკილაშვილთან და ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელთან ლია ჩუგუაშვილთან. 

 
განთავსების თარიღი: 01.10.2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ვენაში გამართულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მე-60 საიუბილეო გენერალურ კონფერენციას დაესწრო.

 
განთავსების თარიღი: 29.09.2016

მოიძიეთ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებთ 2016 წლი 8 ოქტომბერის  საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

 
განთავსების თარიღი: 28.09.2016

2016 წლის 25-27 სექტემბერს, ზალცბურგის ფედერალური მიწის, ევროპის რეგიონების ინსტიტუტის (Das Institut der Regionen Europas/IRE) და ზალცბურგის მერიის ორგანიზებით, ზალცბურგში „ევროპის რეგიონებისა და ქალაქების“ მე-12 კონფერენცია (Konferenz Europäischer Regionen und Städte) გაიმართა, რომელიც მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნა. 

 
განთავსების თარიღი: 28.09.2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს.

 
განთავსების თარიღი: 28.09.2016

26 სექტემბერს, ევროკავშირის სახლში, ვენაში ევროპარლამენტის საინფორმაციო ბიუროს, ავსტრიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის და ვენაში ევროკავშირის ქვეყნების კულტურის ინსტიტუტების გაერთიანების EUNIC Austria-ს (European Union National Institutes for Culture–Austria) თანაორგანიზებით  ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი  საღამო  გაიმართა. 

 
განთავსების თარიღი: 27.09.2016

2016 წლის 27 სექტემბერს ქ. ვენაში, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულების 5-ე მიმოხილვითი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით.

 
განთავსების თარიღი: 23.09.2016

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალური მდივანი მიხაელ ლინჰარტი მიიღო. 

 
განთავსების თარიღი: 23.09.2016

ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურმა მდივანმა მიხაელ ლინჰარტმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

 
განთავსების თარიღი: 22.09.2016

2016 წლის 22 სექტემბერს, ქ. ვარშავაში, ადამიანის უფლებების საკითხზე ეუთოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ეუთო-ში აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, შვედეთის და ლიტვის მუდმივი წარმომადგენლობების თანასპონსორობით  გაიმართა პარალელური ღონისძიება (side event)  საქართველოს ციხეებსა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებებების თემაზე.

 
განთავსების თარიღი: 22.09.2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან მიხაელ ლინჰარტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში.

 
განთავსების თარიღი: 21.09.2016

12-13 სექტემბერს შედგა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ვიზიტი ვენაში. მან მონაწილეობა მიიღო მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) ვენის ოფისის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში.

 
განთავსების თარიღი: 16.09.2016

2016 წლის 13 სექტემბერს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური  სავაჭრო  პალატის მხარდაჭერით  ჩატარდა  ფორუმი  "Trans-Caspian East-West Trade and Transit Corridor", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის სამთავრობო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელები. 

 
განთავსების თარიღი: 15.09.2016

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ, ეუთო-ს ადამიანის უფლებების დაცვის განზომილების კომიტეტის სპეციალურ სხდომაში მომხსენებლის რანგში მიიღო მონაწილეობა.

 
განთავსების თარიღი: 09.09.2016

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსს

 
განთავსების თარიღი: 09.09.2016

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს ოპერის თეატრის მომღერლებს ქალაქ გრაცში (ავსტრია) საოპერო ხელოვნების აკადემიის (Accademia Belcanto) მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსზე მიღწეულ წარმატებას.

 
განთავსების თარიღი: 08.09.2016

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 7 სექტემბერს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა.  

 
განთავსების თარიღი: 06.09.2016

2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) კენჭი უყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის (EPP) ანგარიშს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 05.09.2016

აშკარად თვალნათელია ის სტაბილური და მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც საქართველო ხვდება ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს, - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტმა კარლჰაინც კოპფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 
განთავსების თარიღი: 02.09.2016

2017 წელს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში საქართველოს ეწვევა. ქ.პოტსდამში მიმდინარე ეუთო-ს არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან.

 
განთავსების თარიღი: 02.09.2016

საქართველოს საგარეო საქმთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქ.პოტსდამში ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 02.09.2016

4-10 სექტემბერს, ავსტრიის ქალაქ გრაცში გაიმართება საოპერო ხელოვნების აკადემიის (Accademia Belcanto) მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი. კონკურსის ხელმძღვანელია "Accademia Belcanto"- ს პრეზიდენტი, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ნათელა ნიკოლი (ნატო ჭყონია).

 
განთავსების თარიღი: 30.08.2016

საქართველოს მთავრობის მოწვევით, 30 აგვისტოდან ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისია.  სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი.

 
განთავსების თარიღი: 26.08.2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა არად ბენკომ.

 
განთავსების თარიღი: 08.08.2016

2016 წლის 7 აგვისტოს 8 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის განხორციელებიდან. 

 
განთავსების თარიღი: 26.07.2016

 

თბილისი,
2016 წლის 26-29 ივლისი

 

 
განთავსების თარიღი: 17.07.2016

2016 წლის 14 ივლისს, ბათუმში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) მეორე პრეზიდენტის კარლჰაინც კოპფის შეხვედრა.

 
განთავსების თარიღი: 16.07.2016

საგარეო საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თურქეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე (+905336903040; +905418184400) დაკავშირებას ვერ ახერხებენ, დამატებით გაცნობებთ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერს: 577984020.

 
განთავსების თარიღი: 15.07.2016

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს.

 
განთავსების თარიღი: 14.07.2016

“საქართველო ერთგულია და მზად არის ევროპულ გზაზე პროგრესის მისაღწევად. ეს ქართველი ხალხის სურვილი და არჩევანია და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ ინსტრუმენტს, ისეთი როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ და ასევე ვიყოთ მზად ისტორიული შანსისათვის, რომელსაც ევროპული ინტეგრაცია ჰქვია”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 
განთავსების თარიღი: 14.07.2016

“კომისარ ჰანის დღევანდელი განცხადებები იყო ძალიან დამაიმედებელი, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სრულ მზაობას ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარებულად და წარმატებით დასრულდეს. ამიტომ მოლოდინი, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას დარწმუნებული ვარ დასრულდება პოზიტიურად და ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

 
განთავსების თარიღი: 14.07.2016

ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“ გაიხსნა. მე-13 საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნეს.

 
განთავსების თარიღი: 14.07.2016

2016 წლის 13 ივლისს ქ. ვენაში, ეუთო-ს უსაფრთხოებისათვის  თანამშრომლობის ფორუმზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა მთავარ მომხსენებლად წარსდგა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დელეგაციების წინაშე.

 
განთავსების თარიღი: 14.07.2016

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) გენერალურ დირექტორთან მიხაელ შპინდელეგერთან.

 
განთავსების თარიღი: 12.07.2016

2016 წლის 14-15 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიმართება, რომელიც ტრადიციულად, 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

 
განთავსების თარიღი: 05.07.2016

2016 წლის 1 ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. 

 
განთავსების თარიღი: 04.07.2016

მიმდინარე წლის 4 ივლისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეუთო-ში ლატვიის რესპუბლიკის, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის, ფინეთის რესპუბლიკის, ავსტრიის რესპუბლიკის, ბულგარეთის რესპუბლიკის, შვედეთის სამეფოს მუდმივ წარმომადგენლებთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან ვენაში.

 
განთავსების თარიღი: 30.06.2016

2016 წლის 29 ივნისს, უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ქეით კავალეკთან. 

 
განთავსების თარიღი: 30.06.2016

2016 წლის 29 ივნისს, ქ. ვენაში მიმდინარე  უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის (ASRC) ფარგლებში გაიმართა  შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებისადმი მიძღვნილი სამუშაო სესია.

 
განთავსების თარიღი: 29.06.2016

უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა  მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა  ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების არაფორმალური  ჯგუფის - აშშ-ს, კანადის, პოლონეთის, ლიტვის, რუმინეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს. 

 
განთავსების თარიღი: 29.06.2016

თურქეთში, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

 
განთავსების თარიღი: 28.06.2016

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ქ. ვენაში, მიმდინარე წლის 28-30 ივნისს გაიმართება.

 
განთავსების თარიღი: 21.06.2016

OSCE PA Tbilisi - Graphic Video

2016 წლის 1-5 ივლისს, საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს. 

 

 
განთავსების თარიღი: 10.06.2016

„საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე Wiener Zeitung-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს თავისი ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სწრაფი ლიბერალიზაცია ევროკავშირისთვის რისკის შემცველი არ არის.

 
განთავსების თარიღი: 08.06.2016

2016 წლის 7 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 70-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რითიც კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

 
განთავსების თარიღი: 03.06.2016

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ა.წ. 3 ივნისს მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან.

 
განთავსების თარიღი: 03.06.2016

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში 2016 წლის 3 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან ანდრეა ჰაგმანთან.

 
განთავსების თარიღი: 03.06.2016

ქ. ვენაში, 2016 წლის 3 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი,  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ტურიზმის ადმინისტრაციისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა, ასევე 9 ქართულმა კომპანიამ, ხოლო ფორუმს ავსტრიული მხრიდან ესწრებოდა 54 კომპანიის წარმომადგენელი.

 
განთავსების თარიღი: 02.06.2016

2016  წლის  2  ივნისს, ქ. ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან. 

 
განთავსების თარიღი: 02.06.2016

2016 წლის 2 ივნისს, ქ. ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს მუდმივ საბჭოს.

 
განთავსების თარიღი: 01.06.2016

ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვენის დიპლომატიურ აკადემიას ეწვია. ვენის დიპლომატიურ აკადემიაში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტის პრეზიდენტთან ვერნერ ფასლაბენდთან და ვენის დიპლომატიური აკადემიის რექტორთან ჰანს ვინკლერთან. ასევე წარსდგა მოსხენებით თემაზე - "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორის მიღწევები და გამოწვევები".

 
განთავსების თარიღი: 15.04.2016

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე  ავსტრიაში ავსტრიის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ვერნერ პლაიშლის მიწვევით იმყოფებოდნენ.

 

 
განთავსების თარიღი: 24.03.2016

2016 წლის 26 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით აზერბაიჯანში გაიმართება “საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის შესახებ”. 

 
განთავსების თარიღი: 24.03.2016

2016 წლის 23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აქსელ ვეხთან (რეზიდენციით ბაქო). შეხვედრას ავსტრიული მხრიდან ასევე ესწრებოდა ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გუნთერ ციმერი.

 
განთავსების თარიღი: 23.03.2016

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 22 მარტს, ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიას. შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული ქმედების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას.

 
განთავსების თარიღი: 10.03.2016

2016 წლის 9-10 მარტს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში. 

 
განთავსების თარიღი: 10.03.2016

2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის  შემოღებას.

 
განთავსების თარიღი: 09.03.2016

austria/3I4A1770.jpg
9 მარტს, სადაზღვევო კომპანიის "Wiener Städtische Versicherungsverein"-ის ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის "Architektur im Ringturm"-ის ფარგლებში, ვენაში, თბილისის მრავალფეროვანი არქიტექტურული მემკვიდრეობის გამოფენა გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა. გამოფენა მიმდინარე წლის 27 აპრილამდე გასტანს. 

 
განთავსების თარიღი: 09.03.2016

austria/111.jpg
9 მარტს, ვენაში, ავსტრიაში საქართველოს საელჩოსა და ვენის ცნობილი წიგნის სახლის - Hartliebs Bücher-ის ორგანიზებით გაიმართა გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის მხატვრული კითხვის საღამო. ღონისძიებას ასზე მეტი სტუმარი დაესწრო. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ წიგნს სახლის მფლობელი პეტრა ჰარტლიბი და საელჩოს დესპანი გიორგი ტაბატაძე.

 
განთავსების თარიღი: 02.03.2016

austria/1680.jpg
ქ. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში ქართული ქვევრის განთავსების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ქვევრი საქართველოს მთავრობამ გაერო-ს ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით უსახსოვრა. აღსანიშნავია, რომ ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 
განთავსების თარიღი: 24.02.2016

გაცნობებთ, რომ ავსტრიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართება ქალაქ ზალცბურგში, 2016 წლის 27 თებერვალს, რუმინულ მართლმადიდებლურ ტაძარში ქართულ ენაზე წირვის დასრულების შემდეგ, 12:00 საათზე. შეხვედრას დაესწრება ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს კონსული ლაშა გიგაშვილი და საელჩოს მრჩეველი მაია აბულაშვილი. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საკონსულო და საქართველოს მოქალაქეებისათვის საინტერესო სხვა აქტუალურ საკითხებზე.

 
განთავსების თარიღი: 12.02.2016

ევა ბერგერი - უმშვენიერესი ქალბატონი, რომელიც უამრავი ადამიანის გულში იწვევს ქალური მომხიბვლელობის, სიკეთის, ერთგულების, მეგობრობის, გულწრფელობის, უშრეტი ენერგიისა და კაცთმოყვარეობის განცდას.

 
განთავსების თარიღი: 12.02.2016

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ  მეოთხე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2015 წლის ოქტომბერი-დეკემბერი პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. 

 
განთავსების თარიღი: 05.02.2016

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით იწყება რეგულარული შეხვედრები ავსტრიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. შეხვედრებს დაესწრება ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს კონსული ლაშა გიგაშვილი და საელჩოს მრჩეველი მაია აბულაშვილი. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საკონსულო და სხვა საქართველოს მოქალაქეებისათვის საინტერესო აქტუალურ საკითხებზე.

 
განთავსების თარიღი: 02.02.2016

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსულის ევა ბერგერის გარდაცვალების გამო.

 
განთავსების თარიღი: 22.01.2016

2016 წლის 21 იანვარს, დავოსში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სებასტიან კურცს.

 
განთავსების თარიღი: 30.12.2015

86 ხმით 28-ის წინააღმდეგ, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა. 

 
განთავსების თარიღი: 28.12.2015

ავსტრიულ  პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი სამართალდამცველების მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, ავსტრიაში ახალი წლის ღამეს და ზოგადად სადღესასწაულო დღეებში მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში  ტერორისტული აქტების შესაძლო განხორციელების შესახებ.

ვენის პოლიცია არ გამორიცხავს 31 დეკემბრისთვის და 1 იანვრისთვის დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და გამოიჩინოთ სიფრთხილე.

 
განთავსების თარიღი: 18.12.2015

18 დეკემბერს ევროკომისიამ  საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

 
განთავსების თარიღი: 17.12.2015

ამერიკის შეერთებული შტატების სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს სთავაზობს, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო დარგებში. 

 
განთავსების თარიღი: 14.12.2015

2015 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  აქსელ ვეხი (რეზიდენციით ბაქო) მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

 
განთავსების თარიღი: 07.12.2015

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც 2015 წლის 3 დეკემბერს ბელგრადში ოფიციალურად გაიხსნა.

 
განთავსების თარიღი: 05.12.2015

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში 2015 წლის 4 დეკემბერს შეხვედრები გამართა ფინეთის, მალტის, ანდორას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე საგარეო საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანთან.

 
განთავსების თარიღი: 04.12.2015

2015 წლის 4 დეკემბერს ქ. ბელგრადში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 22-ე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან; ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან, მაიკლ გეორგ ლინკთან; ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ასტრიდ თორსთან; ეუთო-ს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩთან.

 
განთავსების თარიღი: 04.12.2015

გიორგი კვირიკაშვილმა იგორ ლუშიცს მოულოცა მონტენეგროსთან დაკავშირებით ნატო-ს გადაწყვეტილება და მადლობა გადაუხადა კოლეგას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

 
განთავსების თარიღი: 04.12.2015

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 3-4 დეკემბერს ბელგრადში, ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. 

 
განთავსების თარიღი: 03.12.2015

2015 წლის 3 დეკემბერს, ბელგრადში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში უკრაინის თავმჯდომარეობით, გაიმართა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა. 

 
განთავსების თარიღი: 02.12.2015

 

2015 წლის 3-4 დეკემბერს ქ. ბელგრადში გაიმართება ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 22-ე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

 

 
განთავსების თარიღი: 26.11.2015

2015 წლის 23 ნოემბერს, დიასპორის საკთხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 
განთავსების თარიღი: 24.11.2015

22 ნოემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ ავსტრიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვენაში მოქმედ ორ დიასპორულ ორგანიზაციასთან („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“ და „ქართული სახლი ავსტრიაში ენის, კულტურისა და განათლების ხელშეწყობისთვის“) არსებული ქართული საკვირაო სკოლები მოინახულა და შეხვედრა გამართა ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებთან.

 
განთავსების თარიღი: 19.11.2015

განათლების საერთაშორისო ცენტრი „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამას" იწყებს. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენსაზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები" ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი