ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია

ვენაში, ჰოფბურგის კონგრეს ცენტრში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა. საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა პირველი შეხვედრა მუდმივმოქმედ კომიტეტში გამართეს და ზამთრის სესიის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.

საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მიმართა და 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობაზე მადლიერება გამოხატა.

„როგორც დელეგაციის ახალი ხელმძღვანელს, მსურს, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ თბილი მიღებისთვის და გამოვხატო  მადლიერება სადამკვირვებლო მისიის მიმართ, საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებაში მონაწილეობის გამო, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის და ანგარიშები, რომლებიც მომზადდა სადამკვირვებლო მისიების მიერ, მკაფიოდ უსვამდა ხაზს ერთ მნიშვნელოვან პუნქტს - საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნის ლიდერია. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციის გაგრძელების ერთგულია.

ჩვენ ძალიან დავაფასებთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან, თქვენთან, რომ ეს გზა გავაგრძელოთ. მოველი თქვენთან და ჩვენს პარნტიორებთან თანამშრომლობას მომავალშიც და რა თქმა უნდა, ადრე აღნიშნული ხარვეზების განხილვას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განსახილველ საკითხებზე შეფასება საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა გააკეთა. მისი განცხადებით, ორი დღის განმავლობაში სესიის მონაწილეები მნიშვნელოვან დისკუსიებს და დებატებს გამართავენ, ერთ-ერთი მთავარი თემა კი „კრიზისის პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვა“ იქნება. „ჩვენი ამოცანაა ის რეზოლუციები და პროექტები, რომლებიც მომზადდება უკვე ზაფხულის სესიისათვის, აისახოს ის პრიორიტებები, რომელიც აქვს საქართველოს“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.  

 

საქართველოს პარლამენტი: http://parliament.ge/ge/media/axali-ambebi/eutos-saparlamento-asambleis-zamtris-sesia-mudmivmoqmedi-komitetis-sxdomit-gaixsna.page 

2017 წლის 23 თებერვალი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ