ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სოფიო ქაცარავა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს შეხვდა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს, კარლჰაინც კოფვს შეხვდა. შეხვედრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს შეეხო. სოფიო ქაცარავამ ავსტრიელ პოლიტიკოსს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ავსტრია-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს დიდი წვლილი მიუძღვის.

„კარლჰაინც კოფვი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, მას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს ჩვენს ქვეყანასთან და მიმდინარე წლის ზაფხულში, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზეც ველოდებით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და მათი მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ქვეყნის ხელისუფლება ევროპულ ღირებულებებზე აგებულ კურსს წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

პოლიტიკური საკითხების განხილვის პარალელურად, შეხვედრაზე ყურადღება ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების საკითხებზეც გამახვილდა. კარლჰაინც კოფმა აღნიშნა, რომ ტურიზმის და ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის დელეგაციის წევრი, გიორგი წერეთელი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტი: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/sagareo-urtiertobata-komiteti-147/sagareo-komitetis-axali-ambebi/sofio-qacarava-avstriis-respublikis-erovnuli-sabchos-meore-prezidents-shexvda.page 

 

2017 წლის 23 თებერვალი

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ