ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვენაში, მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, სოფიო ქაცარავასა და ასამბლეის პრეზიდენტ, კრისტინა მუტონენთან გამართულ შეხვედრაზე, უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს.

შეხვედრისას, ასამბლეის პრეზიდენტმა, 2016 წელს თბილისში გამართული ყოველწლიური შეხვედრა გაიხსენა და ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „საქართველოს დელეგაციასთან ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობა და კონტაქტები გვაკავშირებს. საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას აგრძელებს. აქვე მინდა ვიზალიბერალიზაციის საკითხის წარმატებით დასრულება მოგილოცოთ და თქვენს ქვეყანას წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა კრისტინა მუტონენმა.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ საქართველოს მყარი პოზიცია უჭირავს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ისტორიული გადაწყვეტილებაა და ეს შეუქცევადი პროცესია. ქვეყანა აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და მისი ფასეულობების იმპლემენტაცია მოახდინოს", - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი წერეთელი, ხოლო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი კრისტიან ვიგენინი ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტი: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/saqartvelos-parlamentis-mudmivmoqmedi-saparlamento-delegaciebi/eutos-saparlamento-asamblea/axali-ambebi/sofio-qacarava-eutos-saparlamento-asambleis-prezidents-shexvda.page

2017 წლის 24 თებერვალი

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 7 8
10 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ