ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორის, მაიკლ გეორგ ლინკის შეხვედრისას საარჩევნო პროცესებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ODIHR-ის ინსტიტუტთან თანამშრომლობა და იგი ყოველთვის ყურადღებით ეცნობა მის რეკომენდაციებს. „ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვთანამშრომლობთ, მათ შორის, აღსანიშნავია საარჩევნო პროცესების მონიტორინგი და ვაფასებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათ მიერ ანგარიშის მომზადებას", - აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ.

მაიკლ გეორგ ლინკის განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევს და მოხარულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს შეუქცევადი სახე აქვს.

მაიკლ გეორგ ლინკი: „ვიზალიბერალიზაციის პროცესის დადებითად დასრულება ქვეყნის წარმატებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რასაც ვულოცავ თქვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს."

სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება როგორც ქვეყნის ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მონდომების შედეგია და საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას მომავალშიც მოელის.

შეხვედრაზე, რომელსაც საპარლამენტო დელეგაციის წევრები არჩილ თალაკვაძე და გიორგი წერეთელი ესწრებოდნენ, საარჩევნო პროცესების მონიტორინგის საერთაშორისო მისიებში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტი: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/saqartvelos-parlamentis-mudmivmoqmedi-saparlamento-delegaciebi/eutos-saparlamento-asamblea/axali-ambebi/saqartvelos-saparlamento-delegacia-maikl-georg-links-shexvda.page

2017 წლის 24 თებერვალი

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ