ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეუთო-ს თავმჯდომარეობამ შეშფოთება გამოხატა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის

„ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებას არაერთი ნეგატიური შედეგი მოჰყვება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ არსებითი დიალოგისაკენ და სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ის შედეგები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება აისახოს“, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა.

ეუთო-ს თავმჯდომარეობამ ხაზი გაუსვა ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების, როგორც კონსტრუქციული ჩართულობის პლატფორმის, მნიშვნელობას.
 
http://www.osce.org/cio/303171
 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ