ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ქეთევან ციხელაშვილმა ვენაში 13-14 მარტს გამართულ ოფოციალურ შეხვედრებზე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და ინიციატივები წარადგინა. 

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ავსტრიის თავმჯდომარეობის საგანგებო დავალებათა ჯგუფის ხელმძღვანელ ელჩ ფლორიან რაუნიგს, ასევე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალური მდივანს მიხაელ ლინჰარტს.

ქეთევან ციხელაშვილმა ევროპისა და ავსტრიის უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა: შერიგება და ჩართულობა“.

საჯარო გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ლექციას, რომელსაც ექსპერტები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ვენის დიპლომატიური აკადემიის ინიციატივით და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართა.

„ჩვენს პარტნიორებს გავაცანი საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ხალხთა შორის კონტაქტების წახალისებაზე, განგრძობითი ოკუპაციის პირობებში, მავთულხლართებით იზოლირებული მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებაზე. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ პოლიტიკის წარმოებაში, რომელიც გამიზნულია მშვიდობისკენ, ნდობის მშენებლობისკენ, შერიგებისკენ, კონფლიქტით დაყოფილ საზოგადოებებს შორის და მიმართულია დეოკუპაციისკენ.“ -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
http://smr.gov.ge/NewsDetails.aspx?ID=912  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ