ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოში ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნა

 

24.03.2017 - ​საქართველოში ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა. 

საზეიმო მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არად ბენკომ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.
 
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ავსტრიას მიულოცა ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ორი ქვეყნის მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
 
„25 წლის წინ ჰელსინკიში ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერით, ჩვენმა ორმა ქვეყანამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების ისტორიაში, რომელიც მე-19 საუკუნეში იღებს სათავეს“ - აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.
 
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მზარდ მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურის, განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებს.
 
ხათუნა თოთლაძემ აგრეთვე ისაუბრა საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს არსებობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. მინისტრის მოადგილის თქმით, ავსტრიიდან პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა საქართველოს ეკონომიკაში საგრძნობლად გაიზარდა გასული წლის განმავლობაში.
 
საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ