ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კულინარიული წიგნის - ''ქართული სამზარეულო - 90 რეცეპტი'' პრეზენტაცია ვენაში

http://www.stocker-verlag.com/buecher/neuerscheinungen/neuerscheinung-detail/article/die-georgische-kueche/

4 მაისს, ვენაში, ქართულ რესტორან ,,ALAVERD’’-ში ავსტრიული გამომცემლობა Leopold Stocker Verlag-ისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით კულინარული წიგნის: „Die Georgische Küche - 90 traditionelle Rezepte“-ს პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული პრეზენტაცია, 2017 წელს საელჩოს მიერ განხორციელებული სხვა კულტურული ღონისძიებების მსგავსად, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა.

კულინარიული წიგნის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი საღამო გამომცემლობა Leopold Stocker Verlag-ის ხელძღვანელმა ვოლფგანგ შტოკერმა გახსნა. გამომცემელმა მადლობა გადაუხადა ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმატებული თანამშრომლობისთვის. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში მოგზაურობის დროს მიღებულ სასიამოვნო შთაბეჭდილებებზე და სტუმრებს გამომცემლობისა და წიგნის შექმნის მოკლე ისტორია გააცნო.

საღამოს ფარგლებში წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა ხაზი გაუსვა ავსტრიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულ დინამიურ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო  და სხვა სფეროებში და მათი გაღრმავების მნიშვნელობას. ასევე შეეხო ბოლო დროის  პოზიტიურ განვითარებებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლას, როგორც უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოსთვის.

აღსანიშნავია რომ  ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულის შოთა დვალიშვილის წიგნი - „ქართული სამზარეულო - 90 რეცეპტი“ - გერმანულ ენაზე ცნობილმა ქართველმა გერმანისტმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ თარგმნა. გამომცემლობის ინიციატივით,  ქალბატონი ფანჯიკიძე ღონისძიების სტუმარი გახლდათ. მანვე  წარუდგინა წიგნის გერმანული ვერსია ავსტრიულ საზოგადოებას.

საღამოს ესწრებოდნენ ავსტრიის სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს, ავსტრიის ფედერალური კანცლერის აპარატის, ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) თანამშრომლები და ქართული დიასპორის წევრები.

წიგნის პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საქართველოს საელჩო და ავსტრიული გამომცემლობა Leopold Stocker Verlag სტუმრებს ქართული ღვინითა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 7 8
10 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ