ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ (რუსთაველის გამზ. #29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“.

ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.  

ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ პროფესიული ნიშნისა და ინტერესების შესაბამის თემატურ ჯგუფებში, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში და მედია, დიასპორა და ეკონომიკა, თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა. თემატურ ჯგუფებში გაიმართება დისკუსიები, ხოლო მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მოსაზრებები შემდგომში ასახვას ჰპოვებს იმ ცალკეული ღონისძიებების, პროგრამებსა თუ  პროექტების დაგეგმვაში  რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება. 

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 28 მაისს  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცატივით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში, მათ შორის – ლევილის სახელობის სანაპიროს გახსნა  ქ. თბილისში.

დიასპორის ფორუმის მედია აკრედიტაციისთვის შეავსეთ აკრედიტაციის ფორმა

იხილეთ დიასპორის ფორუმის დღის წესრიგი

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ