ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველომ მონაწილეობა მიიღო ქ. ვენაში გაერო-ს დანაშაულის პრევენციის და სისხლის სამართლის კომისიის სესიის ფარგლებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე გამართულ პარალელურ ღონისძიებაში

2017 წლის 25 მაისს, საქართველომ მონაწილეობა მიიღო ქ. ვენაში გაერო-ს დანაშაულის პრევენციის და სისხლის სამართლის კომისიის 26-ე სესიის ფარგლებში გამართულ პარალელური ღონისძიებაში სახელწოდებით „ანტი-კორუფციული პოლიტიკის მეშვეობით კანონის უზენაესობის ხელშეწყობა და კეთილდღეობის წახალისება“. ღონისძიება გაიმართა ავსტრიის რესპუბლიკაში გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით. გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ საქართველო, კოლუმბია და ნიგერია.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ნიგერიისა და კოლუმბიის გამოცდილების გაზიარება. კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის საკითხზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.

მსგავს ღონისძიებებში  მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზაობას გაერო-ს ფარგლებში გააძლიეროს ძალისხმევა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის -  მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა - შესრულების უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს, ესტონეთთან, კორეის რესპუბლიკასა და UNDP-ისთან ერთად, გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველომ მაღალი დონის ღონისძიება გამართა კორუფციის პრევენციის საქმეში ღია და გამჭვირვალე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის როლის შესახებ, რომლის მასპინძელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იყო. ხოლო 2017 წლის 27 აპრილს, საქართველოს ინიციატივით, ქ. ნიუ-იორკში, გაიმართა კიდევ ერთი ღონისძიება, სახელწოდებით  - „კორუფციისაგან თავისუფალი ინსტიტუტები მდგრადი განვითარების დღის წესრიგის - დღის წესრიგი 2030 -  განხორციელებისათვის“. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 14 15 16 17
18 19 22 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ