ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ძვირფასო თანამემამულენო!

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N826 განკარგულების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაწილეობას იღებს პროგრამის - „მომავლის ბანაკი“ განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების დასვენებას ქ. ანაკლიაში მდებარე საზაფხულო ბანაკში.

პროგრამაში - „მომავლის ბანაკი“ მონაწილეობა შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ 14-18 წლის მოზარდებს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობა - 7 დღე, პროგრამის განხორციელების პერიოდი:

პირველი ნაკადი: 28 ივლისი - 3 აგვისტო;

მეორე ნაკადი:  5-11 აგვისტო;

მესამე ნაკადი: 13-19 აგვისტო.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასვენების მსურველთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმდინარე წლის 29 მაისამდე პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ ავსტრიაში არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებს (http://austria.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=205) ან საქართველოს საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vienna.emb@mfa.gov.ge, mabulashvil@mfa.gov.ge.

· ადგილსამყოფელი სახელმწიფოს და ქალაქის დასახელება;

· უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

· უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

· სკოლის დასახელება;

· უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა (ორიგინალი თან იქონიეთ);

· მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორიგინალი თან იქონიეთ);

· მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ორიგინალი თან იქონიეთ);

· მონაწილის ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა (ორიგინალი თან იქონიეთ).

  „მომავლის ბანაკის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/cync.ge.

  კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ავსტრიაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებს და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს (ტელ: +43 1 403 98 19; ელ. ფოსტა: vienna.emb@mfa.gov.ge, mabulashvil@mfa.gov.ge).

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ