ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი ვენაში

მიმდინარე წლის 29-30 მაისს ვენაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ქალბატონი ირინა იმერლიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  ქალბატონ ბრიგიტე ბირლაინთან, ასევე სამუშაო სადილი და შეხვედრა ავსტრიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ბატონ ეკარტ რაცთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი  გაღრმავების საკითხები. ამასთანავე, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება სასამართლოების ფუნქციონირების სამართლებრივ და პროცედურულ ასპექტებზე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6
10 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ