ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრუნო ბაუმგარტნერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ცნობილი ავსტრიელი ისტორიკოსის, ტაო-კლარჯეთის მკვლევარის ბრუნო ბაუმგარტნერის გარდაცვალება, უდიდესი დანაკლისია, როგორც მისი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის, ასევე ქართველი და ავსტრიელი ხალხის მეგობრობისთვის.

1982 წლიდან პროფესორმა ბრუნო ბაუმგარტნერმა, შეისწავლა და აღწერა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე შუა საუკუნეების ქართული ძეგლები. მის მიერ შედგენილ კატალოგში აღწერილია ჩრდილოეთ თურქეთში არსებული ქართული საკრალური თუ სხვა დანიშნულების (IX-X საუკუნეები) 100-ზე მეტი ქართული ძეგლი. 2010 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ბატონი ბაუმგარტნერი ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლების შესწავლისა და გამოქვეყნებული ნაშრომებისთვის  დაჯილდოვდა „ოქროს საწმისის“ ორდენით.

ჩემი და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლების სახელით გულითადად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

 

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი
საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ