ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ორგანიზაციის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა

მიმდინარე წლის 8 ივნისს, საქართველოს, როგორც სუამ-ის თამჯდომარე ქვეყნის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სიტყვით მიმართა სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალტაი ეფენდიევმა. ალტაი ეფენდიევმა ვრცლად ისაუბრა სუამ-ის საქმიანობის, მისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ, ასევე მიმოიხილა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. ამ კუთხით, მან გამოყო სუამ-ის რეგიონის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების თაობაზე ინიციატივები, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ჩამოყალიბებაში. ეფენდიევმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის 31 მაისს, ქ. ოდესაში, სუამ-ის ბიზნეს თანამშრომლობის ასოციაციის (GUAM Association of Business Cooperation) ჩამოყალიბების შესახებ ახალი ინიციატივის ხელმოწერის მნიშვნელობას. მისი თქმით, საქართველოს მოქმედი თავმჯდომარეობის პროგრამა: „ერთად უფრო ძლიერი სუამ-ისთვის“ არის კარგი პლატფორმა სუამ-ის, როგორც რეგიონული მოთამაშის როლის განსამტკიცებლად.

სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა აგრეთვე, რომ სუამ-ის ოთხივე წევრი ქვეყან საერთო პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. მისი განცადებით, რეგიონში არსებული კონფლიქტები, მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკური პოტენციალის ზრდას და აქცენტი გააკეთა  უკრაინის კრიზისის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვის საფუძველზე მოგვარების აუცილებლობას და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მტკიცე და მიზანმიმართული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ეუთო-სა და სუამ-ს შორის თანამშრომლობის კუთხით, ეფენდიევმა აღნიშნა, რომ აუცილებელია არსებული ურთიერთობების გაღრმავება და შესაძლო სფეროებს შორის, მან დაასახელა ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საკითხები, კერძოდ გარემოსდაცვითი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა. სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, აშშ-სთან და იაპონიასთან სუამ-ის ახლო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მოწვეული სტუმრის საპასუხო მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში ევროკავშირის, აშშ-ს, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის დელეგაციებმა. გამომსვლელებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს სუამ-ის საქმიანობისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ დასახული მიზნების მიმართ. მათ ერთხმად აღნიშნეს რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობა, სუამ-ის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე. ხაზი გაესვა ასევე სუამ-სა და ეუთო-ს შორის თანამშროლობის გაღრმავების პერსპექტივებს. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6
10 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ