ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კონკურსი სტაჟირების გავლის მსურველთათვის

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სტაჟირების გავლის მსურველთა მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, აცხადებს კონკურსს სტაჟიორად მიღებაზე.

სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს 2017 წლის 5 ივლისიდან  18 ივლისის ჩათვლით. კანდიდატებმა შევსებული განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ  შემდეგ ელ-მისამართზე: vienna.emb@mfa.gov.ge.

დამატებითი ინფორმაცია:

სტაჟირება წარიმართება ანაზღაურების გარეშე;

სტაჟირების პერიოდი მოიცავს 3 თვეს. შესაძლებელია ხსენებული პერიოდის შემდგომი 3 თვით გაგრძელება;

ვაკანსიის რაოდენობა: 3

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება (აუცილებლობის შემთხვევაში);

 

მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

უნდა ფლობდეს გერმანულ ან ინგლისურ ენას;

იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

კანდიდატს უნდა ჰქონდეს ავსტრიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.

 

სტაჟირებისა გავლის მსურველთა მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

) ავტობიოგრაფია;

) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში, დახასიათება ხსენებული დაწესებულებიდან;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4).

) ცნობა ნასამართლობის შესახებ (ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularServices მომსახურება უფასოა).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ტელეფონზე: +43 1 403 98 48 0 (10:00 საათიდან 13:00 საათამდე) ან ელ-მისამართზეvienna.emb@mfa.gov.ge.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ