ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პირველად საქართველოში დიასპორის დაჯილდოება 2017 გაიმართა

03.07.2017 ქ. თბილისი - 3 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი  საზეიმო ცერემონია. საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარების მიზნით, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინა:

  • ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ესპანეთში მოღვაწე ხელოვანი ლიკა შხვაცაბაია,  კიევის საგანმანათლებლო ცენტრის „იბერიელ“ -ის ხელმძღვანელი მაკა ლომსაძე და ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა.
  • მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის დიასპორა 2017 წლის ჯილდო გადაეცათ ქართველ ისტორიკოსს და ქართველოლოგს, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორს, დავით ყოლბაიას; ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწე  მედიცინის დოქტორს ონკოლოგიაში სოფიო ადამიას; შვედეთის, ქ. ლუნდსის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მერაბ კოკაიას და  ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ქირურგს იოსებ ნანობაშვილს.   
  • საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის დიასპორა 2017 წლის ჯილდო გადაეცა საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში მოღვაწე ზვიად ჯაფარიძეს.
  • ნომინაციაში - სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტს, კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტს და 2015 წლის საქართველოს ახალგაზრდა ელჩს გერმანიაში მიხეილ სარჯველაძეს.
  • ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დიასპორა 2017-ის ჯილდო გადაეცა ქართველ კალათბურთელს, საქართველოს ნაკრების კაპიტანს და NBA-ის 2017 წლის ჩემპიონს ზაზა ფაჩულიას.
  • საქართველოს უცხოელი მეგობრის ჯოლდო გადაეცათ:  ბერძენ ტელეჟურნალისტს და ქართული კულტურის უდიდეს ქომაგს, თეოდორა ავგერს; ავსტრიელ მეწარმეს ლეოპოლდ ბაუსბეკს,  რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ტურიზმის განვითარებაში, ავსტრიაში ქართული კულტურის წარმოჩენასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში და შვეიცარიელ პედაგოგს და მუსიკოსს, შვეიცარიაში ქართული კულტურის, მუსიკის და ლიტერატურის დიდ ქომაგს თომას ჰოიზერმანს. 

ფირფიტა - ჯილდო, რომელიც გამარჯვებულებს შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებმა გადასცეს,  წარმოადგენს ადრინდელი ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭდლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის და ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს.

დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან (ENIGMMA მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით გაიმართა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ