ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) კონფერენცია ვენაში

6 ივლისს, „უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის“ (IAUP) საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციას ჰოფბურგის  სასახლეში  კავკასიის უნივერსიტეტი და  ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი თემაა “ინოვაციები განათლებაში”. პარალელურად მიმდინარეობს ახალგაზრდა მეცნიერთა  კონფერენცია (კონფერენციის თემა: “Sustainability”).  კონფერენცია წარმოადგენს მაშტაბურ ღონისძიებას და მასში მონაწილეობას იღებს 400-მდე უნივერსიტეტის პრეზიდენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე მსოფლიო უნივერსიტეტების სარეიტინგო კომპანიების წარომადგენლები.

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.

კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობას იღებენ საქართვლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ზედანია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და ვიცე რექტორი რიმა ბერიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და ვიცე რექტორი ქეთევან ქოქრაშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია,  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი და ვიცე რექტორი გიორგი ცხვედიანი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პრორექტორი დავით ტეფნაძე.

კონფერენციის  ფარგლებში ჰოფბურგის სასახლეში განთავსებულია პროგრამის “ისწავლე საქართველოში“ (Study In Georgia) სტენდი/საკონსულტაციო სივრცე, სადაც კონფერენციის 400-მდე მონაწილეს მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან საშუალება ეძლევათ მიიღონ ინფორმაცია საქართველოში არსებული უნივერსიტეტების შესახებ, დაამყარონ კონტაქტები ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

7 ივლისს, ჰოფბურგის სასახლეში იგეგმება საზეიმო მიღება - ქართული საღამო, რომელზეც მოწვეულნი არიან კონფერენციის მონაწილეები საქართველოს და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით შესრულდება ქართული ცეკვები, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ანსამბლი.

მიღების ფარგლებში საზოგადოებას სიტყვით მიმართავს - საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც ისაუბრებს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაზე, მონაწილეებს გააცნობს “ისწავლე საქართველოში“ (Study In Georgia)-სა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ. საღამოზე, მონაწილეებს  შესაძლებლობა მიეცემათ დაამყარონ საჭირო კონტაქტები, მათ შორის განიხილონ უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობები.

სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო და  იხილონ საქართველოში სწავლისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო ვიდეო მასალა.

8 ივლისს, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება კახა შენგელიას IAUP-ის საინაუგურაციო ცერემონია პრეზიდენტის რანგში, რომელსაც დაესწრება საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ