ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ავსტრია - საქართველო ერნსტ ჰაპელის სტადიონზე

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ვენაში, ერნსტ ჰაპელის სტადიონზე (Ernst Happel Stadion), ავსტრიის რესპუბლიკისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრა გაიმართა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 

​ავსტრიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი. მატჩზე დასასწრებად ვენაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ლევან კობიაშვილი. ​მატჩს ესწრებოდა ავსტრიის რესპუბლიკის თავდაცვისა და სპორტის ფედერალური მინისტრი ბატონი ჰანს პეტერ დოსკოცილი და ავსტრიის საფეხბურთო გაერთიანების (ÖFB) პრეზიდენტი ბატონი ლეო ვინდტნერი.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ