ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 61-ე გენერალური კონფერენცია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მსოფლიოს 160-ზე მეტ სახელმწიფოს დელეგატს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 61-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში სიტყვით მიმართა. მაია ბითაძემ ისაუბრა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე.

სახელმწიფოთა დელეგატებმა სააგენტოს გენერალურ დირექტორად მესამე ვადით სააგენტოს მოქმედი გენერალური დირექტორი იუკია ამანო აირჩიეს. იუკია ამანომ კონფერენციაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან სახელმწიფოთა წარმომადგენლებს მისცა პირობა, რომ, მისი გენერალური დირექტორობის განმავლობაში, სააგენტო, სახელმწიფოთა საჭიროებების გათვალისწინებით, გააგრძელებს მაღალი დონის პროგრამების შემუშავებასა და იმპლემენტაციას, რათა რეალიზდეს საერთო მიზანი - ატომური ენერგია მშვიდობისა და განვითარებისათვის.  კონფერენციას საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ესწრებოდა.  

გენერალური კონფერენცია 2017 წლის 22 სექტემბერს დაიხურება.


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ