ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან ვიგენინს შეხვდა

28.09.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან ვიგენინთან. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებსა და ხელშესახებ მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების, კერძოდ, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ამ ფორმატში მოლაპარაკებათა მთავარ თემებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარებაზე და მთავრობის მიერ შერიგების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. მხარებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემატიკაზე.

შეხვედრის ბოლოს, ხაზი გაესვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში  თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6
10 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ