ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეუთო-ს პოლიციის ექსპერტების ყოველწლიური შეხვედრა

2017 წლის 26-27 სექტემბერს, ქალაქ ვენაში, გაიმართა ეუთო-ს პოლიციის ექსპერტების ყოველწლიური შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, როგორც ეუთო-ს მონაწილე და პარტნიორი ქვეყნებიდან, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებიდან: კერძოდ,  გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC), ინტერპოლის (INTERPOL), ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური ზომების შემმუშავებელი ჯგუფის (FATF), ევროპის პოლიციის სამსახურის (Europol), ევროჯასტის (EUROJUST) წარმომადგენლებმა.

პოლიციის ექსპერტთა შეხვედრა ფულის გათეთრებას და მასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიებას მიეძღვნა. ექსპერტებმა განიხილეს  კრიმინალური აქტივების კონფისკაციის გზები, საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობის მექანიზმები და ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა. ეუთო-ს პოლიციის ექსპერტთა შეხვედრაზე მოწვეულ მომხსენებლებს შორის გახლდათ  საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი ჯაბა უსენაშვილი. მან ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო, საქართველოს გამოცდილება დანაშაულებრივი აქტივების იდენტიფიკაციასა და მართვის საკითხში, ისაუბრა ასევე საქართველოში არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემის შესახებ. 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6
10 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ