ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მედიის საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა

3.10.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან ჰარლემ დეზირთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ეს დადებითი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების და დღეისთვის არსებული პროგრესის შესახებ. ყურადღება ასევე გამახვილდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლითაც ქვეყანაში კიდევ უფრო გაუმჯობესდება დღეისთვის არსებული პლურალისტური მედიაგარემო.

საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციას, რომელიც საქართველოში უკვე 14 წელია ტარდება, ჰარლემ დეზირმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ტრადიციული მასპინძლობისთვის.
 
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტით იმყოფება მიმდინარე წლის 2-4 ოქტომბერს.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6
10 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ