ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დავით ზალკალიანი ქ. პალერმოში ეუთო-ს ხმელთაშუაზღვის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

23.10.2017 ქ. პალერმო - ​2017 წლის 24-25 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ქ. პალერმოში, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც 2018 წელს ეუთო-ს შემდგომი თავმჯდომარის ორგანიზებით დაგეგმილ მაღალი დონის კონფერენციში. 

ღონისძიება   ხმელთაშუაზღვისპირეთში მიგრანტებისა და ლტოლვილთა ფართო გადაადგილების საკითხს მიეძღვნება და მასზე განხილული იქნება მიგრაციის კუთხით არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
 
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლა მაღალი დონის სამუშაო სესიაზე, ასევე ორმხრივი შეხვედრები როგორც ეუთო-ს, ისე მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ