ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საზეიმო მიღება და კონცერტი საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად

2017 წლის 31 ოქტომბერს, ვენაში MuTh (Konzertsaal der Wiener Sängerknaben) - ის საკონცერტო დარბაზში, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის  დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა საზეიმო მიღება და კონცერტი პიანისტ ელისო ბოლქვაძის შესრულებით. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა. ღონისძიებას ავსტრიის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები, ასევე ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეუთო-ში და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა. „2017 წელს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა. 25 წელი, რომელმაც ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად მჭიდროდ დაახლოვა… დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. საქართველო და ავსტრია მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, მათ შორის სოფლის და სატყეო მეურნეობის, კულტურულ-საგანმანათლებლო, საპოლიციო, იუსტიციის და სხვა სფეროებში. მოხარულნი ვართ, რომ ავსტრიის რესპუბლიკა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს,“ - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, აგრეთვე, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტმა კარლჰაინც კოფვმა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და მათი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.  აღნიშნა, რომ  ავსტრიული ბიზნესი სულ უფრო მეტად ინტერესდება საქართველოს ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სატრანსპორტო სექტორებით.

ბატონმა კოფვმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს საქართველოში, როგორც ავსტრიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, საელჩოს გახსნა, ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავების გარანტიაა.

ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა კატარინა ვიზერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. მან აღნიშნა, რომ კონფლიქტების დარეგულირების საკითხი არის ავსტრიის ეუთო-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და საქართველოს საკითხი აქტიურად დგას ეუთო-ს ავსტრიის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, პარიზში მცხოვრები გამოჩენილი ქართველი პიანისტის, UNESCO-ს მშვიდობის ხელოვანის ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო კონცერტი გამართა - გაჟღერდა შოპენის, შუბერტის, პროკოფიევისა და დებიუსის ცნობილი ნაწარმოებები.

კლასიკური კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ