ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

''ანაკლია სითის'' წარმომადგენლები ავსტრიაში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

2017 წლის 13 ნოემბერს ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს  თანაორგანიზებით, გაიმართა ანაკლია სითი JSC-ს აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ბოჭორიშვილის შეხვედრა ავსტრიელ ბიზნესმენებთან  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტის გაცნობისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით (Bau des Tiefwasser-Schwarzmeerhafens Anaklia/Georgien).

შეხვედრას  25-მდე მსხვილი ავსტრიული ბიზნესკომპანია ესწრებოდა. შეხვედრაზე „ანაკლია სითის" წარმომადგენლებმა ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტები კერძო სექტორს გააცნეს.  მათ ასევე გამართეს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან.

ამასთანავე, „ანაკლია სითის" წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს მსხვილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის, „გებრიუდერ ვაისის" (Gebrüder Weiss) წარმომადგენლებთანაც, რომელთანაც უახლოეს მომავალში იგეგმება  წინარე ხელშეკრულებას გაფორმება.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ