ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ მიხეილ ჯანელიძის ინიციატივით, საზღვარგარეთ მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორასთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციის მიზნით, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის დაწესდა კონკრეტული თარიღები.

ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის პარასკევი, 15:00 საათი. 

შეხვედრების ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებს მიეწოდებათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და ამავდროულად, მოხდება მათ წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.

პირველი შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს.

მისამართი: Marokkanergasse 18/1, 1030 Wien

ამასთანავე, საკონსულო მომსახურების მიღების მიზნით მოქალაქეთა მიღება ჩვეულებრივ იწარმოებს 08:00 დან 17:00 საათამდე, შესვენების გარეშე, სამუშაო დღეებში, გარდა შაბათ-კვირისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დასვენების დღეებისა. გადაუდებელ შემთხვევებში დაკავშირება შესაძლებელია ცხელი ხაზზე ტელ.:  + 43 1 403 98 48; +43676 3358590.

 

ვენა, 2017 წლის 27 ნოემბერი

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში,
საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა
და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6
10 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ