ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს

7.12.2017 ქ. ვენა - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ეუთოს 24-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს პლენარულისესიის მონაწილეებს, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებსეუთო-ს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან, ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობების საკითხებში ლამბერტო ზანიერთან, ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და კოლეგა მინისტრებთან. 

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო უწყების ხელმძღვანელის ხანმოკლე შეხვედრა საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან, იგეგმება მათი მხრიდან მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მხრდამჭერი განცხადების მიღება.

ეუთო-ს 24-ე მინისტერიალი ვენაში უკვე გაიხსნა, ღონისძიება 7 დეკემბერს მიმდინარეობს.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6
10 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ