ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს - აწარმოე საქართველოში დელეგაციის ვიზიტი ვენაში

ქართული კომპანიების ინტერნაციონალიზაციის მხარდასაჭერად, აგრეთვე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში კერძო სექტორის განვითარების და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, 11-16 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დელეგაცია მართავს შეხვედრებს ვენაში.

ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკის სავაჭრო პალატისა (WKO) და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ერთობლივად იქნა ორგანიზებული და ხორციელდება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მხარდაჭერის თაობაზე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში.

დელეგაციამ გაიმართა შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკის, მეცნიერებისა და კვლევების ფედერალური სამინისტროს, ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს, ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის (Aussenwitschaft Austria, ADVANTAGE AUSTRIA), ავსტრიის ბიზნეს სააგენტოს (ABA), ავსტრიის  ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს (Österreichische Kontrollbank AG - OeKB), ავსტრიის განვითარების ბანკის (Österreichische Entwicklungsbank - OeEB) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

14 დეკემბერს დელეგაციის წევრებს უმასპინძლა საქართველოს საელჩომ, სადაც განხილულ იქნა ვიზიტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ