ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი სიტყვით გამოვიდა

2017 წლის 18 დეკემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი სიტყვით გამოვიდა. კომისარმა ჰანმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და ეუთო-ს წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებზე და ევროკავშირის სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ეუთო-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. იოჰანეს ჰანმა აქცენტი გააკეთა დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირის მჭიდრო ურთიერთობების კონკრეტულ დადებით შედეგებზე. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებას და ევროკავშირის ჩართულობას საქართველოში კონფლიქტის მოგვარების კუთხით.

ევროკომისარის საპასუხო განცხადებაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის როლს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. მან დადებითად შეაფასა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, რის შედეგადაც დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორია და საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ხაზი გაესვა ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებულ პირველ შედეგებს, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებამ მოიტანა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე და ევროკავშირის, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მედიატორის როლზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირებაში. საქართველოს წარმომადგენლის განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა საქართველოს სამომავლო გეგმებს, აამოქმედოს ევროკავშირთან ამბიციური თანამშრომლობის სრული პოტენციალი, რათა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ასოცირების პროცესის სარგებელი.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ