ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვენაში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრა გაიმართა

 

2017 წლის 19 დეკემბერს, ქალაქ ვენაში გაიმართა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეუთო-სა და ვენაში აკრედიტებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მაკა ბოჭორიშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი ნესტან ბეჟანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი საქართველო 2017 წლის 1 ივლისს გახდა და ეს გახლდათ პირველი საპარლამენტო პლენუმი საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით.
ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი მისასალმებელ სიტყვით გამოსვლისას მიესალმა საქართველოს დელეგაციას და საქართველოს გაწევრიანებას ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში. მან ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს ენერგო გაერთიანებასთან იმ რეფორმების გასატარებლად, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოს, მომხმარებელთა დაცვის მაღალ სტანდარდებს და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალ დონეს.
საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილ იქნა ერთობლივი ანგარიში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების რეგიონში ენერგომომარაგების უსაფრთხოების შესახებ. პლენუმმა აღნიშნული ანგარიში ხმათა უმრავლესობით მიიღო. საპარლამენტო პლენუმის შეხვედრის ფარგლებში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ ასევე წარმოადგინა 2018 წლის სამუშაო პროგრამა.
საპარლამენტო პლენუმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ