ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს ელჩი ავსტრიის რესეპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი. 
ვუთანაგრძნობთ ბატონი კოტეს ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებს და მთლიანად საქართველოს სახელმწიფო აპარატს ამ დიდ დანაკარგს. 
ფასდაუდებელია ბატონი კოტეს უდიდესი ღვაწლი არა მხოლოდ ქართულ დიპლომატიაში, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებასა და წინსვლაში. მის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მრავალი წარმატება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი გამოცდილება და სიბრძნე კიდევ დიდხანს გაჰყვება თანამედროვე და მომავალ თაობებს, სახელმწიფო სამსახურში მყოფ მის კოლეგებს, როგორც ქვეყნისათვის თავდაუზოგავი მოღვაწის სანიმუშო მაგალითი. 
დიდ მადლობას ვუხდით ბატონ კოტეს მისი უდიდესი ღვაწლისთვის, მეგობრობისა და გვერდში დგომისთვის.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ