ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო.

კოტე იყო გამორჩეული ადამიანი, მეგობარი, დიდი პროფესიონალი, რომელიც მთელი არსით ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას.ის იყო ქართველ დიპლომატთა იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც წილად ხვდა მისია, მსოფლიოსთვის წარედგინა და გაეცნო საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. სწორედ ეს ურთულესი მისია შეასრულა ბატონმა კონსტანტინემ - მან ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა მთავარი გზავნილი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ დიპლომატიურ კორპუსს. კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული დიპლომატიისთვის, მთელი საქართველოსთვის.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ