ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ EUROMONEY-ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო „Euromoney-ის" ყოველწლიურ ფორუმში.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან რომლებსაც გააცნო საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.

ფორუმის ფარგლებში, ასევე გაიმართა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე სპეციალური პრეზენტაცია, სადაც დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და ეკონომიკური ზრდის შესახებ.

„დაინტერესება ძალიან დიდია იმ რეფორმების მიმართ, რაც ჩვენ გავატარეთ. სასიხარულოა იმის მოსმენა, რომ დარგის პროფესიონალები ასე დადებითად აფასებენ იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ 2018 წლისთვის შევიმუშავეთ. გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, ასევე გავმართეთ საინტერესო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, სადაც ყველა წამყვან საერთაშორისო ინვესტორს დეტალურად გავაცანით ის გეგმები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ