ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 28.09.2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან ვიგენინთან.

 
განთავსების თარიღი: 25.09.2017

მიმდინარე წლის 11-22 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების დელეგაციებმა, სამოქალაქო სექტორის, ეუთო-ს ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

 
განთავსების თარიღი: 22.09.2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA)  გენერალურ  დირექტორს იუკია ამანოს შეხვდა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა.

 
განთავსების თარიღი: 21.09.2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მსოფლიოს 160-ზე მეტ სახელმწიფოს დელეგატს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 61-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში სიტყვით მიმართა. მაია ბითაძემ ისაუბრა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე.

 
განთავსების თარიღი: 09.09.2017

7.07.2017 ქ. ტალინი, ესტონეთი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთს ეწვია, სადაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთის ინიციატივით იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და "აღმოსავლეთ პარტნიორი" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამუშაო შეხვედრა.

 

 
განთავსების თარიღი: 08.09.2017

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ვენაში, ერნსტ ჰაპელის სტადიონზე (Ernst Happel Stadion), ავსტრიის რესპუბლიკისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრა გაიმართა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 23
24 26 27 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ