ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 27.11.2017

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ მიხეილ ჯანელიძის ინიციატივით, საზღვარგარეთ მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორასთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციის მიზნით, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის დაწესდა კონკრეტული თარიღები.

 

 
განთავსების თარიღი: 14.11.2017

2017 წლის 13 ნოემბერს ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს  თანაორგანიზებით, გაიმართა ანაკლია სითი JSC-ს აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ბოჭორიშვილის შეხვედრა ავსტრიელ ბიზნესმენებთან  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტის გაცნობისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით (Bau des Tiefwasser-Schwarzmeerhafens Anaklia/Georgien).

 
განთავსების თარიღი: 03.11.2017

2017 წლის 2 ნოემბერს, ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაზე ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა ტოივო კლაარმა, სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიუნტერ ბეხლერმა და გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა.

 
განთავსების თარიღი: 01.11.2017

2017 წლის 31 ოქტომბერს, ვენაში MuTh (Konzertsaal der Wiener Sängerknaben) - ის საკონცერტო დარბაზში, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის  დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა საზეიმო მიღება და კონცერტი პიანისტ ელისო ბოლქვაძის შესრულებით. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა. 

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ