ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 26.12.2017

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს ელჩი ავსტრიის რესეპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.

 
განთავსების თარიღი: 26.12.2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

 
განთავსების თარიღი: 26.12.2017

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო.

 
განთავსების თარიღი: 26.12.2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს ელჩი ავსტრიის რესეპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.

 
განთავსების თარიღი: 21.12.2017

​2017 წლის 21 დეკემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ინიციატივით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც ეუთო-ს მუდმივ საბჭოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მ.წ. 12-13 დეკემბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 21.12.2017

2017 წლის 19 დეკემბერს, ქალაქ ვენაში გაიმართა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეუთო-სა და ვენაში აკრედიტებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მაკა ბოჭორიშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი ნესტან ბეჟანიშვილი.

 
განთავსების თარიღი: 19.12.2017

2017 წლის 18 დეკემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი სიტყვით გამოვიდა. კომისარმა ჰანმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და ეუთო-ს წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებზე და ევროკავშირის სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ეუთო-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 

 

 
განთავსების თარიღი: 15.12.2017

ქართული კომპანიების ინტერნაციონალიზაციის მხარდასაჭერად, აგრეთვე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში კერძო სექტორის განვითარების და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, 11-16 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დელეგაცია მართავს შეხვედრებს ვენაში.

 
განთავსების თარიღი: 11.12.2017

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, ეუთო-ს 24-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, რუმინეთი, პოლონეთი, ლიტვა, შვედეთი, ჩეხეთი, ლატვია და ესტონეთი) მიერ გაკეთდა ერთობლივი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით.

 

 
განთავსების თარიღი: 09.12.2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრაზე საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

 
განთავსების თარიღი: 08.12.2017

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროპაში არსებულ კონფლიქტებს და შესაბამისად აქტიურად იქნა განხილული მრავალი დელეგაციის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტი, რა დროსაც კიდევ ერთხელ მივიღეთ პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართ.

 
განთავსების თარიღი: 08.12.2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მხრიდან ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სთან საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა.

 
განთავსების თარიღი: 08.12.2017

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორთან, ინგიბიორგ გისლადოტირთან.

 
განთავსების თარიღი: 08.12.2017

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ლამბერტო ზანიერს შეხვდა.

 
განთავსების თარიღი: 08.12.2017

​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტიმო სოინის შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ვენაში ეუთო-ს 24-ე მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 07.12.2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან.

 
განთავსების თარიღი: 07.12.2017

ეუთო-ს 24-ე მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხანმოკლე შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. 

 
განთავსების თარიღი: 07.12.2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ეუთოს 24-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6
10 12 13 14 16
17 18 20 22 23
24 25 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ