სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა და მიულოცა შობა-ახალი წელი. ელჩმა ისაუბრა ავსტრია-საქართველოს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების, ასევე მიმდინარე წლის გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებ. ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს საქართველოს წარმოჩენის მიზნით მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ვოკალურმა გუნდმა “ჰარალომ”. ქართველებთან ერთად, ავსტრიელმა და ამერიკელმა მომღერლებმა ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორის საშობაო “ალილოს” რამდენიმე ვარიაცია შეასრულეს.