ელჩი მიესალმა ჩრდილოეთ მაკედონიის გადაწყვეტილებას, მიმდინარე წელს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ეუთო-ს სივრცეში
არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე.
ელჩმა ასევე, ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობის მიერ 2023 წელს ეუთო-ს დღის წესრიგში ადამიანზე ორიენტირებული მოდგომის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ წარმატებები ისურვა ეუთოს თავმჯოდმარე ქვეყანას ორგანიზაციის ფარგლებში არსებული უმწვავესი გამოწვევების, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიით შეწყვეტის პრიცესში.