საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

COVID 19 რეგულაციები ავსტრიაში

❗️❗️ ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები  ❗️❗️

🛑 მესამე ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები რომლებიც ავსტრიის რესპუბლიკაში შემოსვლისა და ყოფნის ზოგად წინაპირობებს აკმაყოფილებენ, შეძლებენ ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის განხორციელებას არა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევების დროს, არამედ მგზავრობის სხვა მიზნების შემთხვევებშიც.

❗️❗️  2022 წლის 22 თებერვლიდან, ამ შემსუბუქებით  ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ე.წ. 3G (Geimpft, Genesen, Getestet) წესის მოთხოვნებს (დეტალურად იხ. ქვემოთ).

🔴 ე.წ. 3G წესი გულისხმობს : PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელ საბუთს, ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს ან ცნობას კორონავირუსის გადატანის შესახებ;

 🛑 PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ მოქალაქეებს 12 წლის ასაკიდან.

❗️❗️  ავსტრიის რესპუბლიკაში შემოსვლისას, ვაქცინირებულად ითვლებიან ის პირები რომლებსაც აქვთ გაკეთებული Covid-ის ვაქცინა (ავსტრიის რესპუბლიკაში შესასვლელად დაშვებულია WHO-ს მიერ რეკომენდირებული შემდეგი ვაქცინები - BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP- CorV – Sinopharm, Sinovac)  და  მათზე მოქმედებს შემდეგი წესები:

❗️პირი ვაქცინირებულად ითვლება:

-        ვაქცინის მეორე  დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს 9 თვისა.

-        პირები, რომლებიც გაიკეთებენ ვაქცინას,  რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson) ვაქცინირებულად ითვლებიან 2022 წლის 3 იანვრამდე. -        ის პირები, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ  და არიან აცრილი პირველი დოზით, ვაქცინირებულად  ითვლებიან აცრის დღიდან 9 თვის განმავლობაში.

❗️შენიშვნა: ❗️ -        საზღვრის კვეთისგან განსხვავებით, ქვეყანაში გასტრონომიულ სექტორში, სასტუმროებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც მოითხოვება ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენა, BIBP- CorV – Sinopharm და Sinovac-ის ვაქცინით აცრის სერტიფიკატები არ მიიღება!  (ამ შემთხვევაში, საჭიროა კოვიდ ტესტის ან გამოჯანმრთელების შესახებ ცნობის წარდგენა. დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების თაობაზე იხილეთ: https://www.sozialministerium.at/Informationen-zum-Coronavirus/Coronavirus---Aktuelle-Ma%C3%9Fnahmen.html).

❗️ ❗️ ავსტრიაში ქვეყნის შიგნით მოქმედი კოვიდ-რეგულაციები

 ❗️ ❗️ 2022 წლის 19 თებერვლიდან, ❗️  ყველა ფედერალურ მიწაზე გარდა ვენისა ❗️ : 2G წესი უქმდება გასტრონომიის, კულტურის და ტურიზმის სექტორში. აღნიშნულ სექტორებში ძალაში შემოდის ე.წ. 3G წესი, რაც ითვალისწინებს აცრილ და ვირუს-გადატანილ პირებთან ერთად, აქტიური PCR (48 საათი) ან ანტიგენ (24 საათი) ტესტის მქონე პირების დაშვებას.

🔴 ძალაში რჩება აკრძალვა ღამის გასტრონომიაზე და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება.

 ❗️ ❗️ 2022 წლის 5 მარტიდან:

🔵 ქვეყნის ტერიტორიაზე უქმდება 2G და 3G წესი;

🔵 იხსნება ღამის გასტრონომია, ყველა ფედერალურ მიწაზე გარდა ვენისა. ამჟამინდელი ინფორმაციით ვენაში ღამის გასტრონომიის გახსნის გადაწყვეტილება არ არის მიღებული;

 

❗️ ❗️ ძალაში რჩება შემდეგი რეგულაციები:

🔴 პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და იმ დაწესებულებებში, რომლებიც ითვლებიან არსებითად (სურსათის მაღაზიები, ბანკები, აფთიაქები, საფოსტო ოფისები და ა.შ.);

🔴 მოხუცთა სახლებსა და საავადმყოფოებში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ ტესტის ნეგატიური პასუხის მქონე, აცრილ ან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს (გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც აცრა შეუძლებელია ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის რისკის გამო. მათთვის ზემოაღნიშნულ ორივე პუნქტში ჩამოთვლილ დაწესებულებებში შესვლა შესაძლებელი ინება PCR ტესტის არაუგვიანეს 72 საათიანი უარყოფითი შედეგის საფუძველზე). აცრის შეუძლებლობა დადასტურებული უნდა იყოს ექიმის შესაბამისი ცნობით;

🔴 13 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებული არიან რაიმე დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან;

🔴 13-15 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის ე.წ. „Ninja-Pass” (სკოლაში ტესტირების ფურცელი) იგივე 3G მოწმობას უტოლდება და შესაბამისი ინტერვალების დაცვის შემთხვევაში, ძალაშია ასევე პარასკევს, შაბათს და კვირას;

🔴 მე-9 სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, სკოლის მოსწავლე მოზარდები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ 3G დოკუმენტი;

🔴 აცრის სერთიფიკატების ძალაში ყოფნის ვადა არის 270 დღე (მეორე აცრის დღიდან);

🔴 Jonson & Jonson ვაქცინის ერთი დოზით აცრილთათვის, ე.წ. მწვანე ბარათის განახლებისთვის საჭიროა დამატებითი აცრა, არა უგვიანეს 2022 წლის 3 იანვრისა;

 

 

🔵 COVID-19-აცრები:

🔴 თუ/სანამ არ არსებობს ერთიანი ევროპული რეკომენდაცია ამა თუ იმ კოვიდ-ვაქცინასთან დაკავშირებით, ძალაშია ეროვნული ვაქცინაციის ორგანოს მიერ გაცემული შემდეგი რეკომენდაციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც WHO-ს მიერ ნებადართული ე.წ. Emergency Use List-ში მყოფი ვაქცინებით არიან აცრილი:

🔴 სრულად ვაქცინირებულ პირები 65 წელზე ქვემოთ, სასურველია, ერთხელ მაინც იყვნენ აცრილები mRNA-სახეობის ვაქცინით (30 წლამდე ფაიზერით, 30 წლის ზემოთ, ფაიზერით ან მოდერნათი). აცრებს შორის მანძილი უნდა იყოს ერთი თქვე.

🔴65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები და ასევე, პირები, თანმდევი დაავადებების არსებობის შემთხვევაში, კოვიდ 19-ით მძიმედ დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია იყვნენ ორჯერადად აცრილნი, ერთთვიანი ინტერვალით.

 

 

❗️ ❗️  გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგულაციები მუდმივ ცვლილებას განიცდის, მათ შორის ფედერალური მიწების მიხედვით. დეტალური და აქტუალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულ საინფორმაციო გვერდს: https://www.austria.info/en/service-and-facts/coronavirus-information?fbclid=IwAR1dHkP3ilepvS8BE87Lc6CWncgb-5hHJd8ESHcEocWjmjwdQ_nO_ReCKwo https://www.sozialministerium.at/Informationen-zum-Coronavirus/Coronavirus---Aktuelle-Ma%C3%9Fnahmen.html?fbclid=IwAR0lfqmVu6oyLQRown0AXlvJ-XFNE60_6rLpdb87kVdgOIlafG4bkrZnG_0 https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/bundesweite-massnahmen/

 

❗️❗️დეტალური ინფორმაცია კოვიდ-რეგულაციებზე ფედერალური მიწების მიხედვით, იხილეთ:

🔵 ვენა: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/wien/ https://coronavirus.wien.gv.at/

🔵 ფორარლბერგი: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/vorarlberg/

🔵 ტიროლი: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/tirol/

🔵 შტირია: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/steiermark/

🔵 ზალცბურგი: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/salzburg/

🔵 ზემო ავსტრია: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/oberoesterreich/

🔵 ქვემო ავსტრია: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/niederoesterreich/

🔵 კარინტია: https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/kaernten/

🔵 ბურგენლანდი https://corona-ampel.gv.at/aktuelle-massnahmen/regionale-zusaetzliche-massnahmen/burgenland/

 

❗️ ❗️  დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839 ან მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით: vienna.con@mfa.gov.ge