საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეუთო-ში გაიხსნა იმპლემენტაციის შეფასების ყოველწლიური შეხვედრა (AIAM)

საქართველოს დელეგაციამ, სხდომის გახსნით სესიაზე გააკეთა განცხადება, სადაც მკაცრად დაგმო უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესია, რომელიც უხეშად არღვევს გაერო-ს ქარტიასა და ჰელსინკის დასკვნითი ოქმის პრინციპებს. ქართული მხარე ასევე მიუერთდა ევროკავშირის მიერ უკრაინის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას.
შექმნილი კრიზისული ვითარებისა და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა სრულად უგულებელყო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის არსებული ნორმები, მათ შორის, ვენის დოკუმენტი, საქართველოს დელეგაცია შეუერთდა პარტნიორებს და პროტესტის ნიშნად, უარი თქვა როგორც რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლაზე, ისე, მომდევნო სესიებზე დასწრებაზე.