სამი ათწლეულის მანძილზე საქართველომ დაადასტურა თავისი ერთგულება ეუთოს-ს პრინციპებისა და ღირებულებებისადმი.
საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან დღემდე, ეუთო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში და აქტიურ დახმარებას უწევს გამოწვევებთან ბრძოლაში. ქართული მხარე განსაკუთრებით აფასებს ეუთო-ს ძალისხმევას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.